August 31, 2015

ადამიანის სექსუალობა

როდესაც ბავშვი იბადება მასზე ამბობენ: "ის ბიჭია" ან "ის გოგოა". დაბადების მოწმობაში კი სქესის გრაფას ორიდან ერთი ნიშნით აღნიშნავენ: "მამრობითი" ან "მდედრობითი". შემდგომ კი არქმევენ სქესისთვის შესაფერის სახელს და პატარაობიდანვე ასწავლიან საკუთარ გენდერს: "შენ ხომ ბიჭი ხარ? ბიჭები არ ტირიან", "გოგო ხარ და თოჯინებით უნდა ითამაშო! ფეხბურთის თამაში შენი საქმე არ არის" და ა.შ.

კონცეფცია "ბიჭი VS გოგო" გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და არ არის მხოლოდ მარტივი დიქოტომია. მართალია, რომ ადამიანებს ყველაფრის მარტივი კლასიფიკაცია გვიყვარს, მაგრამ ბუნება გენდერის და სექსუალობის საკითხებს ბევრად უფრო ფართო სპექტრში ათავსებს.

ადამიანის სექსუალობა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ქცევით თავისებურებათა ერთობლიობაა, რომელიც უკავშირდება სექსუალური ლტოლვის გამოვლენასა და დაკმაყოფილებას. სექსუალობა სხვადასხვა ასპექტში გამოიხატება: ქცევაში, ფანტაზიაში, გენდერულ როლებში, დამოკიდებულებებში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში და ა.შ. მის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, რელიგიური, კულტურული, ეთიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ფაქტორები. საბოლოო ჯამში კი ადამიანის სექსუალობა 5 კომპონენტში ერთიანდება:

ქალთა სექსუალური პრობლემები

დასავლური საზოგადოება ბევრს საუბრობს სექსუალობის შესახებ პოპულარული მედიის დახმარებით, მაგრამ მაინც პრობლემად რჩება საუბარი პირადი სექსუალობის შესახებ.  სექსუალურ პრობლემებს შეიძლება ჰქონდეთ ტალღური ეფექტი ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, მათ შორის პარტნიორთან ინტიმურ ურთიერთობაზე, ოჯახზე, სამსახურზე და ზოგადად საერთო კეთილდღეობაზე.  ამავდროულად, ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ყველა აქტივობასა და ჩართულობას შეუძლიათ  გავლენა  იქონიონ ჩვენს სექსუალობაზე. მედია ცდილობს, რომ წარმოგვიდგინოს სექსი, როგორც მარტივი, კარგი და სპონტანური, და მიგვანიშნებს იმისკენ, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ამის განწყობაზე. თუმცა სექსი ასეთი იოლი ნამდვილად არ არის.

თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი განიცდით სექსთან დაკავშირებულ პრობლემებს, თქვენ არ ხართ მარტო. ბოლოდროინდელმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ქალთა 40 პროცენტი განიცდის სექსუალურ პრობლემებს. უბრალოდ, ეს არ არის ისეთი რამ, რისი აღიარებაც მათ უნდათ.

August 29, 2015

ფსიქოთერაპიის საკითხები ტრანსგენდერ ადამიანებთან სამუშაოდ

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში     (DSM 5) ტრანსგენდერობა გენდერულ დისფორიად არის განხილული და დღეისათვის იგი ფსიქიკურ დაავადებად აღარ ითვლება. თუმცა, გენდერული დისფორია სტრესის გარკვეულ დონეს უკავშირდება და სწორედ ამიტომ ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს საკუთარი გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებისა და კონსოლიდაციის პროცესში სჭირდება კვალიფიციური ფსიქოთერაპევტის დახმარება.


ფსიქოთერაპიის მიზანი გენდერულ იდენტობას, ბიოლოგიურ სქესსა და გენდერულ თვითგამოხატვას შორის დაძაბულობის შემსუბუქებაა იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ქმედითუნარიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს. თუმცა, ტრანსგენდერი ადამიანები ფსიქოთერაპევტებს სხვა პრობლებსა და სირთულეებში დახმარებისთვისაც მიმართავენ.

აქ წარმოდგენილია ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება ფსიქოთერაპევტებს სწორად დაგეგმონ თერაპიის პროცესი და მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგს ტრანსგენდერ ადამიანებთან მუშაობის დროს.

August 27, 2015

ტრანსგენდერი ადამიანები და აივ ინფექცია

ტრანსგენდერ ადამიანებში აივ ინფექციის პრევენციული სახის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭიროა ვიცოდეთ მათი რაოდენობა ქვეყანაში, თუმცა დღეისათვის ასეთი სახის ოფიციალური მონაცემები საქართველოში არ არსებობს.

იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა ცენტრალიზებულია და ხელმისაწვდომია ჰორმონალური თერაპია და ქირურგიული ჩარევა სხეულის ფემინიზაციისა და მასკულინიზაციისთვის, გამოკვლეულია ეს საკითხი. ამ ქვეყანათა ოფიციალური სტატისტიკით ყოველი 12 000 მოსახლედან 1 ტრანსგენდერი ქალია (კაციდან ქალზე), ხოლო 30 000-დან 1 ტრანსგენდერი კაცი (ქალიდან კაცზე). თუმცა ეს ციფრები მხოლოდ იმ ტრანსსექსუალ ადამიანებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისებს იღებენ ტრანზიციის პროცესისათვის (ჰორმონალური თერაპია, ქირურგიული ოპერაცია) და ფიქსირდებიან ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურ სტატისტიკაში. საერთო ჯამში კი უფრო დიდი ალბათობით მსოფლიო მოსახლეობაში ყოველი 2 000 ადამიანიდან 1 ტრანსგენდერია.

March 22, 2015

ტრანსგენდერ კაცთა ტრანზიციის პროცესი (ქალიდან კაცზე)

ამ პოსტში განხილულია ზოგადი რეკომენდაციები იმ ადამიანებისთვის, რომელთა ბიოლოგიური სქესი არის მდედრობითი, მაგრამ თავს განსაზღვრავენ და აღიქვამენ, როგორც მამაკაცს. არ არის აუცილებელი ფიზიკური ტრანზიცია (გადასვლა) ქალიდან კაცზე მთლიანად შეასრულო. შეგიძლია შეჩერდე იმ ეტაპზე, რომელზედაც უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს. შენ ყოველთვის შეგიძლია დაიწყო ტრანზიციის პროცესი და ყოველ შემდგომ ეტაპზე თანდათან გადახვიდე. მაგრამ გახსოვდეს, რომ გარკვეულ საფეხურებზე ყოფნის დროს უკან დაბრუნება აღარ შეგიძლია.

March 17, 2015

ტრანსგენდერ ქალთა ტრანზიციის პროცესი (კაციდან ქალზე)

ტრანსგენდერ ქალთა აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი "კაციდან ქალზე" (MTF). მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ტრანსგენდერი ან გენდერქვიარი, ფიზიკური ტრანზაცია (გადასვლა) არ ნიშნავს ერთ მომენტს. იგი ხანგრძლივი პროცესია.

ტრანსგენდერი ქალი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან თუნდაც ასექსუალი. მას აცვია ის ტანსაცმელი, რაც თავად უნდა - შეიძლება ჩაიცვას ფემინურად, მასკულინურად ან საერთოდ საკუთარ გარეგნულ იმიჯს გამოხატავდეს როგორც ანდროგინი. არ არსებობს "სწორი" ან "არასწორი" გზა ფიზიკური ტრანზაციის (გადასვლის). ტრანსგენდერმა ქალებმა შესაძლოა საკუთარი ტრანზაციის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანონ ან საერთოდაც არ დაიწყონ.

March 12, 2015

რჩევები გეი წყვილებისთვის: რატომ იქმნება პრობლემები გრძელვადიანი ინტიმური ურთიერთობის ფორმირებისას?

რატომ ექმნებათ გეი წყვილებს პრობლემები გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებისას?

ეს არის ძალიან რთული კითხვა, რომელსაც არ აქვს მარტივი პასუხი, მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი, რაც აჩენს სირთულეებს და ხელს უშლის გეებს შეინარჩუნონ გრძელვადიანი ურთიერთობა.

გეები ხშირად იტანჯებიან იმით, რომ ვერ პოულობენ ისეთ პარტნიორს, ვინც გრძელვადიანი ურთიერთობით არის დაინტერესებული. ამ პრობლემას რათქმაუნდა სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ არსებობს ერთი საერთო რამ - გეები არიან დაჩაგრულები. ისინი იჩაგრებიან დაბადებიდანვე, როდესაც იზრდებიან ჰეტერონორმატიულ გარემოში და ეს ქმნის სირთულეებს ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. სოციუმში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მუდმივი მალვის და საკუთარი რეალური სახის ნიღბით დაფარვის და სხვად წარმოჩენის პირობა გავლენას ახდენს საზოგადოების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე. ეს კი თავისთავად მოქმედებს ღიაობის და გულახდილობის უნარის განვითარებაზე და ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად ითვლება ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში.

January 29, 2015

ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა ჯანმრთელობის საკითხები

ყველა ქალის წინაშე არსებობს გარკვეული რისკი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ქალებს ვისაც სექსი აქვთ ქალებთან, სხვადასხვა დაავადებებთან მიმართებაში მაღალი რისკის მქონე ჯგუფს მიეკუთვნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ინდივიდუალურ რისკებს განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორი (მაგალითად, სექსუალური ორიენტაცია და სექსუალური პრაქტიკა, ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორია, ასაკი და სხვ.), აუცილებელია იცოდეთ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთათვის საერთო საკითხები რისკებთან მიმართებაში, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა.

January 15, 2015

ფსიქოთერაპიის საკითხები გეი და ლესბოსელ წყვილებთან სამუშაოდ

გეი და ლესბოსელ წყვილებს ბევრი საერთო ნიშნები აქვთ ჰეტეროსექსუალ წყვილებთან. დღესდღეობით, მათი ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობა მსგავსია, მაგრამ ის სოციალური კონტექსტი, რომელშიდაც ისინი ცხოვრობენ მნიშვნელოვნად განსხვავდება, დიდწილად დომინანტური ჰეტერონორმატიული კულტურის გავლენის და ურთიერთობაში ტრადიციული გენდერული როლების მოლოდინის გამო.

January 5, 2015

გეი/ლესბოსელ წყვილთა საკითხები (სერვისის მიმწოდებელი სპეციალიტებისთვის)

ეს იყო წარსულში, როდესაც მან დაასრულა საუბარი საულთან და ჯონათანის სული 
შეერწყა დავითის სულს და ჯონათანს შეუყვარდა იგი, ვითარცა თავისი სული.
და საულმა დღესა ამასა აღარ დაუტევა ის მამისა სახლსა. მაშინ ჯონათან და დავით შეთანხმდნენ, რადგანაც მათ უყვარდათ ერთმანეთი, ვითარცა საკუთარი სული.
და ჯონათანმა მოიხსნა კვართი, რომლითაც ის იყო შემოსილი და გადასცა დავითს, ვითარცა სამოსელი მისი, და ხმალი მისი, და მშვილდი მისი, და სარტყელი მისი...

-1 სამუელი 18: 1-4

აღწერის მიხედვით, 2000 წლამდე იმ 11 მილიონ წყვილში, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, 1 მილიონი გეი და ლესბოსელი წყვილია. კვლევები აჩვენებს, რომ ნებისმიერ დროს გეების 40-60% და ლესბოსლების 45-80% ურთიერთობაშია. ეს ციფრები არ მოიცავს იმ წყვილებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ. ამიტომ გეი და ლესბოსელი წყვილების რაოდენობა სავარაუდოდ გაცილებით უფრო მეტია.