დასავლური
საზოგადოება ბევრს საუბრობს სექსუალობის შესახებ პოპულარული მედიის დახმარებით, მაგრამ
მაინც პრობლემად რჩება საუბარი პირადი სექსუალობის შესახებ. სექსუალურ პრობლემებს შეიძლება ჰქონდეთ ტალღური
ეფექტი ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, მათ შორის პარტნიორთან ინტიმურ ურთიერთობაზე,
ოჯახზე, სამსახურზე და ზოგადად საერთო კეთილდღეობაზე. ამავდროულად, ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ყველა
აქტივობასა და ჩართულობას შეუძლიათ გავლენა იქონიონ ჩვენს სექსუალობაზე. მედია ცდილობს, რომ წარმოგვიდგინოს სექსი, როგორც
მარტივი, კარგი და სპონტანური, და მიგვანიშნებს იმისკენ, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ
ამის განწყობაზე. თუმცა სექსი ასეთი იოლი ნამდვილად არ არის.
თუ
თქვენ და თქვენი პარტნიორი განიცდით სექსთან დაკავშირებულ პრობლემებს, თქვენ არ ხართ
მარტო. ბოლოდროინდელმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ქალთა 40 პროცენტი განიცდის სექსუალურ
პრობლემებს. უბრალოდ, ეს არ არის ისეთი რამ, რისი აღიარებაც მათ უნდათ.
რა არის ქალთა სექსუალური პრობლემები?
არსებობს
სხვადასხვა სახის სექსუალრი პრობლემები, რომლებსაც განიცდიან ქალები მარტო თუ პარტნიორთან
ერთად. ტერმინი „სექსი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერკურსით, ის ასევე აღნიშნავს სხვადასხვა
სექსუალურ ქმედებებს, როგორებიცაა მოფერება, მასტურბირება და ორალური სექსი. სექსუალურ
პრობლემებად, როგორც წესი განისაზღვრება ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ჩნდება სექსუალური
აქტის დროს, მათ შორის:
· უხასიათოდ ყოფნა
· აღგზნებასთან დაკავშირებული
პრობლემა, რაც ხშირად იწვევს ზედმეტ „სიმშრალეს“ და ორგაზმის მიღწევის სირთულეს.
· ტკივილი სექსის
დროს ან სექსუალურ აქტთან დაკავშირებული ტკივილი
რა
იწვევს ქალებში სექსუალურ პრობლემებს?
სექსუალური პრობლემების გამომწვევი
ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. თუმცა გამოყოფენ ორი ძირითადს - ბიოლოგიურს და ფსიქოლოგიურს. როგორც წესი, ისინი ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე.
ბიოლოიური მიზეზები ზოგადად მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ჰორმონალური დისბალანსი, ინფექციები ან დაავადებები (დიაბეტი ან გაფანტული სკლეროზი), რომლებსაც აქვთ პოტენციური გვერდითი მოვლენები, მაგალითად ტკივილი სექსის დროს ან ზედმეტი სიმშრალე.
ბიოლოიური მიზეზები ზოგადად მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ჰორმონალური დისბალანსი, ინფექციები ან დაავადებები (დიაბეტი ან გაფანტული სკლეროზი), რომლებსაც აქვთ პოტენციური გვერდითი მოვლენები, მაგალითად ტკივილი სექსის დროს ან ზედმეტი სიმშრალე.
ქალის ცხოვრებაში არსებობს გარკვული
მომენტები, როდესაც იგი უფრო მგრძნობიარეა სექსუალური პრობლემების მიმართ ჰორმონალური ცვლილებების გამო. მაგალითად, ქალების ნაწილი განიცდის რიგ სექსუალურ
რეაქციებს მშობიარობის შემდეგ ან მენოპაუზის დროს. ასევე, ხშირად დანიშნულმა მედიკამენტებმა,
როგორიცაა ანტიდეპრესანტები, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ფსიქოლოგიური მიზეზები კი შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ურთიერსაწინააღმდეგო კულტურული მოთხოვნები სექსუალობის შესახებ. გენდერული სტერეოტიპები განსაკუთრებით პრობლემატურია, რადგანაც გავლენას
ახდენს ქალის შეხედულებებზე მე-სთან დაკავშირებით, სხეულის ფორმაზე,
როლებზე, ძალაზე და მის შეხედულებაზე პარტნიორთან დაკავშირებით.
დროთა განმავლობაში ფსიქოლოგიურმა
პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიური პრობლემები და პირიქით. ეს ყველაფერი კი
ისე ბუნდოვნდება და ირევა ერთმანეთში, რომ არც კი ვიცით საიდან დაიწყო ყველაფერი. უბრალოდ
ვიცით, რომ გვჭირდება დახმარება.
როგორ
გავიგოთ როდის გვჭირდება დახმარება?
ეს მართლაც დამოკიდებულია ქალზე და
მის პარტნიორზე. ზოგჯერ პრობლემა იმდენად მარტივია, რომ ძალიან მალე თავისითვე ქრება.
მაგრამ თუ ეს არის რაიმე, რაც ნამდვილად გაშფოთებთ და გაწუხებთ თქვენ და თქვენს პარტნიორს
და ხვდებით, რომ ის თავისით არ გაქრება, რაც არ უნდა ეცადოთ, და თუკი გრძნობთ ტკივილს
ან დისკომფორტს, ეს შეიძლება იყოს დრო, როდესაც გჭირდებათ პროფესიონალური დახმარება.
როგორ
ვიღებთ დახმარებას?
დახმარება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად,
ასევე წყვილების თერაპიით. წყვილების უმეტესობა აირჩვდა ამ ორის კომბინაციას. როდესაც
წყვილი იწყებს თერაპიას, თერაპევტმა შეიძლება გაგზავნოს ერთ-ერთი ან ორივე მათგანი
ექიმთან, რათა გამორიცხოს რაიმე სამედიცინო პირობები, რომლებიც შეიძლება პრობლემის
მთავარი მიზეზი იყოს. თერაპევტი ან ექიმი ვალდებულია სრულად მოგახსენოთ გამოკვლევის
შედეგების შესახებ. ექიმი ასევე შეიძლება დაგეხმაროთ მედიკამენტების საკითხებთან დაკავშირებით,
თუ როგორ შეცვალოთ თქვენი წამლის დოზა, რათა შემცირდეს სექსუალური გვერდითი მოვლენები.
ასევე არსებობს ჰორმონალური მკურნალობა ქალებისათვის , რომელიც გამოსადეგია მენოპაუზის
პერიოდში და შემდეგ. ამჟამად არ არსებობს ისეთი მედიკამენტი ქალებისთვის , რომელიც
გააუმჯობესებდა მათ სექსუალურ ფუნქციონირებას. თუმცა რამდენიმე წელიწადში სავარაუდოდ
ესეც ხელმისაწვდომი იქნება.
თერაპია დაეხმარება ქალს, როგორც
ცალკე, ასევე პარტნიორთან ერთად, რომლებიც განიცდიან სექსუალურ პრობლემებს. თერაპევტების
უმეტესობა ესაუბრება წყვილებს მათ სექსუალურ ცხოვრებაზე. თერაპევტი არის დამხმარე პირი, რომელიც ეხმარება ქალს და მის პარტნიორს
ურთიერობის დინამიკის გარკვევაში და იმ საკითხებში, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს პრობლემაზე. თერაპევტს ასევე შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ადამიანთა სექსუალობაზე
და სექსუალურ ფუნქციონირებაზე, და ასევე უპასუხოს თქვენს შეკითხვებს.
ტექსტის ორიგინალი ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://www.aamft.org/imis15/AAMFT/Content/Consumer_Updates/Female_Sexual_Problems.aspx
სტატია მომზადდა პროექტის "ლბტ ქალთა კლუბის" ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები არ წარმოადგენს "ქალთა ფონდი საქართველოში" ოფიციალურ პოზიციას.
No comments:
Post a Comment