ლგბტ ადამიანთა უმეტესობისთვის მშობლებთან ქამინგ აუთი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდია. თუმცა, არც მშობელთა უმეტესობისთვის არის ეს პროცესი სასიამოვნო. მათ განსხვავებული რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ. ხშირ შემთხვევაში ლგბტ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი მშობლები ქამინგ აუთის შემდეგ თავს მოიკლავენ. ამიტომ, ურჩევნიათ ეს ნაბიჯი არ გადადგან.
მშობლები და შვილები ირგებენ როლებს - მშობელი მასწავლებლის, ხოლო შვილი მოსწავლის როლში გვევლინება. თუმცა ქამინგ აუთის შემდეგ უკეთესია თუ საწინააღმდეგო როლს მოირგებთ და თავად გახდებით თქვენი მშობლების მასწავლებელი.
მშობლები ქამინგ აუთიდან მიმღებლობამდე რამდენიმე ფაზას გადიან:
- როგორი ემოციური მდგომარეობა გაქვთ?
მნიშვნელოვანია ემოციურად სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდეთ. თუ თქვენ ცხოვრებისეულ კრიზისს გადიხართ (მაგ: შეყვარებულთან ახალი დაშორებული ხართ და ეს ემოციურად მძიმედ გადაგაქვთ), არაა სასურველი ამ დროს ქამინგ აუთის გაკეთება. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მშვიდად შეხვდეთ მათ დრამატულ რეაქციებსაც კი.
* შოკის ფაზა - ამ დროს მშობლებს ენგრევათ ის "ოცნების კოშკები", რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგებდნენ საკუთარ შვილთან მიმართებაში: ქორწინება, შვილების გაჩენა, გვარის გაგრძელება და ა.შ. შოკის რეაქცია ბუნებრივი პროცესია მაშინ, როდესაც ადამიანები ახალ, ემოციურად ძლიერ და მოულოდნელ ინფორმაციას იღებენ. ეს მექანიზმი ადამიანის ფსიქიკას ეხმარება, რათა თავიდან აიცილოს მწვავე დისტრესი და უსიამოვნების განცდა. შოკის ფაზა შეიძლება 10 წუთიდან ერთ კვირამდეც კი გაგრძელდეს. შესაძლოა შოკის ფაზა არც განვითარდეს, თუ მშობლები აქამდე ხვდებოდნენ ან დასაბუთებული ეჭვი ჰქონდათ თქვენი იდენტობის შესახებ.
* უარყოფა - ამ დროს მშობლები ვერ იჯერებენ, რომ მათი შვილი ჰომოსექსუალი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერია და უარყოფენ ამას. შეიძლება გაიგოთ ფრაზა: "დაფიქრდი, იქნებ ცდები", "შენ არ შეიძლება გეი იყო" და სხვ. უარყოფა ფსიქიკის დაცვითი მექანიზმია. იგი ადამიანს არასასიამოვნო ინფორმაციის თავიდან აცილებაში ეხმარება. უარყოფის ფაზა შოკის ფაზისგან განსხვავდება. უარყოფის ფზაში ადამიანს უკვე მიღებული აქვს ინფორმაცია და ცდილობს თავდაცვის მექანიზმი ჩართოს. იგი სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს: ინდიფერენტულობა ("იმის გაგონებაც არ მინდა, რომ შენ ასეთი ცხოვრების სტილი გაქვს"), ინფორმაციის უკუგდება ("შენ ექსპერიმენტების პერიოდი გაქვს, აუცილებლად შეიცვლი აზრს შენს ცხოვრების სტილზე"), მტრული ("ეს რომ სიმართლე იყოს, ჩემი ხელით მოვიკლავ თავს") და სხვ. ჰომოსექსუალობის მათეული აღქმა საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამო დამახინჯებული იქნება. უარყოფის გამოხატვის დიაპაზონი სუსტი შფოთვიდან ისტერიულ ტირილამდე/ყვირილამდე შეიძლება მერყეობდეს. ამ ფაზაში მშობლებს შესაძლოა დასჭირდეთ კონსულტანტის დახმარება, რათა გაერკვნენ სხვადასხვა საკითხებში და შეამცირონ დაბნეულობის განცდა. სასურველია კოსულტანტი არ პოზიციონირებდეს როგორც ლგბტ თემის წევრი, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას მოუსმენენ. მშობლები შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ შვილი "გეი პროპაგანდის" გავლენის ქვეშაა. ამიტომ, ეფექტური იქნება ისეთი კონსულტანტის შერჩევა, ვისაც მიიჩნევენ რომ ჰეტეროსექსუალია. მნიშვნელოვანია კონსულტანტი ლგბტ საკითხებში კარგად იყოს გაცნობიერებული, რათა ადეკვატურად უპასუხოს მათ შეკითხვებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ფაზაში უპასუხეთ მხოლოდ მათ შეკითხვებს თქვენი იდენტობის შესახებ. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას იმაზე მეტი ესაუბროთ მათ, ვიდრე ისინი ითხოვენ, რადგან შესაძლოა ზედმეტი ინფორმაციის მიწოდებამ კიდევ უფრო გაამძაფროს მათი თავდაცვის მექანიზმი. მზად იყავით, რომ თითოეულ მშობელთან ინდივიდუალურად მოგიწევთ საუბარი. ორივე მშობელი ერთმანეთისგან ადაპტაციური მექანიზმით განსხვავდება. ერთმა შეიძლება მარტივად მიიღოს თქვენი იდენტობა და გავლენა მახდინოს მეორეზე.
* დანაშაულის განცდა - ამ დროს მშობლები საკუთარ თავს ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ აღზრდის პროცესში დაუშვეს შეცდომები და მზრუნველობა მოაკლეს შვილს. როგორც წესი, მშობელი რომელიც თქვენივე სქესისაა უფრო მეტად განიცდის დანაშაულის გრძნობას, რადგან მიაჩნია რომ ცუდი როლური მოდელი აღმოჩნდა თქვენთვის. მარტოხელა მშობელი განსაკუთრებულად განიცდის დანაშაულის გრძნობას და ფიქრობს, რომ მისი მეუღლის მაგივრობა ვერ გასწია.
* ემოციების გამოხატვა - როდესაც ისინი საბოლოოდ რწმუნდებიან, რომ თქვენი იდენტობა მყარია და მისი შეცვლა შეუძლებელი, ხვდებიან, რომ დანაშაულის განცდა არაა გამოსავალი და მზად არიან დასვან კითხვები და მოისმინონ პასუხები. ეს ფაზა ყველაზე პროდუქტიულია დიალოგისთვის. ამ დროს მშობლები გამოხატავენ ემოციებს. შეიძლება ქამინგ აუთს მოყვეს უარყოფითი შინაარსის მატარებელი ემოციების გამოხატვა ტირილით. მათგან შეიძლება გაიგოთ შემდეგი ფრაზები: "იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ შვილიშვილები არ მეყოლება", "გთხოვ არავის უთხრა ამის შესახებ, რას იფიქრებენ სხვები, თავი მოგვეჭრება", "განადგურებული ვარ, ჯობდა არ მცოდნოდა" და სხვ. თავს არ მოახვიოთ თქვენი საჭიროებები. სჯობს მისცეთ გარკვეული დრო, რომ გამოხატონ საკუთარი გრძნობები.
* გადაწყვეტილების მიღება - ამ დროს მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას: მიიღონ საკუთარი შვილი ისეთი როგორიც არის თუ მუდმივ დაპირისპირებაში იყვნენ მის იდენტობასთან. ამ ფაზაში მშობლები უფრო რაციონალურად უმკლავდებიან პრობლემებს. ამ ეტაპზე მშობლებს არჩევანის რამდენიმე შესაძლებლობა აქვთ. შესაძლოა ორივე მშობელმა ერთიდაიგივე გადაწყვეტილება არ მიიღოს. გადაწყვეტილების მიღებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. სხვა ლგბტ ადამიანთა მშობლებთან საუბარმა შესაძლოა პოზიტიური გავლენა მოახდინოს მათზე. კონსერვატიულობამ კი - პირიქით. გადაწყვეტილება ძირითადად 3 სახისაა:
2. ნეიტრალური - ზოგიერთ მშობელს აღარ სურს დისკუსიის გაგრძელება შვილის იდენტობაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. გააცანით მათ თქვენი ლგბტ მეგობრები და უთხარით რომ სარგებლობთ სათემო ორგაიზაციების სერვისებით. ეს დაეხმარება მათ, რომ დაძლიონ სტერეოტიპები.
3. ნეგატიური - ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი იდენტობა მშობლებთან მუდმივი დაპირისპირების საბაბი გახდეს. ეს არასახარბიელო მდგომარეობაა როგორც თქვენთვს, ასევე თქვენი მშობლებისთვის. ერთი მშობელის ნეგატიურმა გადაწყვეტილებამ შესაძოა გავლენა მოახდინოს მეორეს გადაწყვეტილებაზეც.
1. პოზიტიური - მშობლებს ძველებურად უყვართ საკუთარი შვილი, იღებენ ახალ რეალობას, ეგუებიან მის იდენტობას და ხდებიან მხარდამჭერები. ისინი მუდმივად წუხან იმ პრობლემებსა და დაბრკოლებებზე, რაც თქვენ გხვდებათ ჰომოფობიურ საზოგადოებაში.
2. ნეიტრალური - ზოგიერთ მშობელს აღარ სურს დისკუსიის გაგრძელება შვილის იდენტობაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ. გააცანით მათ თქვენი ლგბტ მეგობრები და უთხარით რომ სარგებლობთ სათემო ორგაიზაციების სერვისებით. ეს დაეხმარება მათ, რომ დაძლიონ სტერეოტიპები.
3. ნეგატიური - ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი იდენტობა მშობლებთან მუდმივი დაპირისპირების საბაბი გახდეს. ეს არასახარბიელო მდგომარეობაა როგორც თქვენთვს, ასევე თქვენი მშობლებისთვის. ერთი მშობელის ნეგატიურმა გადაწყვეტილებამ შესაძოა გავლენა მოახდინოს მეორეს გადაწყვეტილებაზეც.
* მიღების ფაზა - მშობლები იაზრებენ შვილის იდენტობას და იწყებენ მიმღებლობას. თანდათან იწყება მოლოდინების და ღირებულებათა სისტემის გადაფასება.მათ უჩნდებათ მკვეთრად ნეგატიური რეაქცია ჰომოფობიურ დამოკიდებულებებზე.
გაფრთხილება: ეს პროცესი ზოგადია და ვერ შეესაბამება ყველა მშობელს. ხშირ შემთხვევაში ქამინგ აუთი შესაძლოა მიმღებლობამდე ვერ მივიდეს და თქვენ იძულებული გახდეთ, რომ სახლიდან წამოხვიდეთ. ზოგიერთ მშობელს ერთი ფაზის გადასალახად შესაძლოა სამი თვე დასჭირდეს, ზოგს კი ერთი წელი. ზოგიერთი შეიძლება რომელიმე ფაზას გადაახტეს და მარტივად განიცადოს პროგრესი ან ერთი საფეხურით უკანაც კი დაბრუნდეს.
სანამ მშობლებთან ქამინგ აუთს გადაწყვეტთ, დაუსვით კითხვები საკუთარ თავს:
- დარწმუნებული ხართ თქვენს იდენტობაში?
ამ კითხვაზე პასუხი მკაფიოდ უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რადგან შეიძლება მშობლებსაც გაუჩნდეთ იგივე კითხვა თქვენს მიმართ. თქვენი ბუნდოვანი პასუხი კი გაზრდის მშობლების დაბნეულობას და გამოიწვევს უნდობლობას.
- კომფორტულად გრძნობთ თავს თქვენს იდენტობასთან მიმართებაში?
თუ თქვენ გაქვთ ნეგატიური ემოციები თქვენი იდენტობის მიმართ, განიცდით დანაშაულის გრძნობას, გაწუხებთ დეპრესია და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით ხართ შეპყრობილი, სჯობს ქამინგ აუთი სხვა დროისთვის გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ თქვენი იდენტობის პოზიტიური იმიჯი შეუქმნათ მშობლებს, რადგან, სავარაუდოდ, ისინიც ფიქრობენ, რომ გეები ავადმყოფები და ცოდვილები არიან.
- გაქვთ მხარდაჭერა?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მშობლების რეაქცია იქნება მკვეთრად ნეგატიური, თქვენ დაგჭირდებათ იმ ადამიანის ან ჯგუფის მხარდაჭერა, ვისაც თქვენს ემოციებს გაუზიარებთ.
- გაქვთ საკმარისი ინფორმაცია ლგბტ საკითხების შესახებ?
ჰომოფობიურ საზოგადოებაში ცხოვრება თქვენს მშობლებს სტერეოტიპულ წარმოდგენებს უყალიბებს ლგბტ ადამიანთა მიმართ. ეს ხშირად ინფორმაციის ნაკლებობით ან არასწორი ინფორმაციის მიღებით არის გამოწვეული. შესაბამისად, თქვენ ბევრი რამ უნდა იცოდეთ ლგბტ საკითხების შესახებ, რათა გქონდეთ ადეკვატური პასუხები მათ კითხვებზე. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ლგბტ ორგანიზაციების თანამშრომლებს ან აქტივისტებს. ასევე, შეგიძლიათ ესტუმროთ მათ ვებ გვერდებს.
- რა ემოციური კლიმატი არის თქვენს სახლში?
შეარჩიეთ შესაფერისი დრო ქამინგ აუთისთვის. თუ თქვენი მშობლები განიცდიან ცხოვრებისეულ კრიზისს, არ არის რეკომენტირებული ამ დროს ქამინგ აუთის გაკეთება. ცხოვრებისეული კრიზისი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგ: სამსახურის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ქირურგიული ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო პროცესი და სხვ.
- როგორი ემოციური მდგომარეობა გაქვთ?
მნიშვნელოვანია ემოციურად სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდეთ. თუ თქვენ ცხოვრებისეულ კრიზისს გადიხართ (მაგ: შეყვარებულთან ახალი დაშორებული ხართ და ეს ემოციურად მძიმედ გადაგაქვთ), არაა სასურველი ამ დროს ქამინგ აუთის გაკეთება. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მშვიდად შეხვდეთ მათ დრამატულ რეაქციებსაც კი.
- რა არის თქვენი ქამინგ აუთის მოტივაცია?
იმედია, ქამინგ აუთს იმიტომ აკეთებთ, რომ თქვენ ისინი გიყვართ და გინდათ გაიზიარონ თქვენი გრძნობები. სავარაუდოა, რომ თქვენ ვერ მიიღებთ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ ბრაზის გამო აკეთებთ ამას.
- ხართ ფინანსურად დამოუკიდებელი?
თუ ფიქრობთ, რომ ქამინგ აუთს შესაძლოა მოყვეს თქვენი სახლიდან წამოსვლა ან შანტაჟი, რომ სწავლის საფასურს არ გადაგიხდიან უნივერსიტეტში თქვენი იდენტობის გამო, მაშინ არ არის რეკომენდირებული ამის გაკეთება.
- ზოგადად რა ურთიერთობა გაქვთ თქვენს მშობლებთან?
თუ თქვენ მათთან კარგი ურთიერთობა გაქვთ და ძალიან უყვარხართ, მაშინ სავარაუდოა, რომ თქვენს ქამინგ აუთს უარყოფითად არ შეხვდებიან.
- რა არის მათი მორალური და სოციალური ღირებულებები?
თუ ისინი სოციალურ საკითხებს აფასებენ მხოლოდ ცუდის და კარგის, წმინდანის და ცოდვილის ტერმინებით, სავარაუდოა, რომ თქვენს ქამინგ აუთს პოზიტიურად არ შეხვდებიან. შესაბამისად, ქამინგ აუთამდე მოგიწევთ მათთან სხვა ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე საუბარიც.
- ნამდვილად გსურთ მშობელბთან ქამინგ აუთის გაკეთება?
ყველა ლგბტ ადამიანს არ სურს ან არ შეუძლია ქამინგ აუთის გაკეთება საკუთარ მშობლებთან. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენთვის ეს უკეთესი იქნება, მაშინ სჯობს არც გააკეთოთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.huffingtonpost.com/randy-neece/the-parent-crap-10-tips-for-coming-out_b_2104164.html
http://glbtrc.colostate.edu/coming-out-to-your-parents
No comments:
Post a Comment