ეს არის ძალიან
რთული კითხვა, რომელსაც არ აქვს მარტივი პასუხი, მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი, რაც
აჩენს სირთულეებს და ხელს უშლის გეებს შეინარჩუნონ გრძელვადიანი ურთიერთობა.
გეები ხშირად იტანჯებიან იმით, რომ ვერ პოულობენ ისეთ
პარტნიორს, ვინც გრძელვადიანი ურთიერთობით არის დაინტერესებული. ამ პრობლემას რათქმაუნდა
სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ არსებობს ერთი საერთო რამ - გეები არიან დაჩაგრულები.
ისინი იჩაგრებიან დაბადებიდანვე, როდესაც იზრდებიან ჰეტერონორმატიულ გარემოში და ეს
ქმნის სირთულეებს ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. სოციუმში საკუთარი სექსუალური
ორიენტაციის მუდმივი მალვის და საკუთარი რეალური სახის ნიღბით დაფარვის და სხვად წარმოჩენის
პირობა გავლენას ახდენს საზოგადოების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე. ეს კი თავისთავად
მოქმედებს ღიაობის და გულახდილობის უნარის განვითარებაზე და ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ
ფაქტორად ითვლება ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში.

