ტერმინები

ლგბტქი - აბრევიატურაა და განივრცობა შემდეგნაირად: ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი.

ლესბოსელი – მდედრობითი სქესის ადამიაინი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას მისივე სქესის (მდედრობითი) ადამიანებთან.

გეი – მამრობითი სქესის ადამიაინი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას მისივე სქესის (მამრობითი) ადამიანებთან.

ბისექსუალი – ადამიანი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას როგორც თავისივე, ასევე საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან.

ტრანსგენდერი – ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობა და თვითგამოხატვა განსხვავდება მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესისაგან. ტრანსგენდერი ადამიანი საკუთარი სხეულის აგებულებას და სასქესო ორგანოებს აღიქვამს მისთვის შეუსაბამოდ და ისწრაფვის მისი შეცვლისაკენ. ტრანსგენდერი ადამიანისთვის ძირითადად დამახასიათებელია ისეთი ქცევა, რაც დამახასიათებელია საწინააღმდეგო სქესისათვის. ტრანსგენდერები შეიძლება იყვნენ როგორც ჰეტეროსექსუალები, ასევე ჰომოსექსუალები და ბისექსუალები. მაგალითად, ქალი, რომელიც ქალის გენდერიდან კაცის გენდერზე ტრანზაციას გადის და კაცები იზიდავს, არის გეი მამაკაცი. ტრანსგენდერობა დღეს დაავადებათა სიიდან არის ამოღებული და აღარ განიხილება პათოლოგიად.

ქვიარითავდაპირველად ჰომოსექსუალ ადამიანთა შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენებოდა. თუმცა, 1980-იანი წლებიდან ტერმინმა პოზიტიური მნიშვნელობა შეიძინა და ბევრი ლგბტ აქტივისტი მას გამოიყენებს ყველა არაჰეტეროსექსუალი და გენდერულად არაკონფორმული ადმიანების აღსაწერად. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ლგბტ ადამიანი ამ ტერმინს არ გამოიყენებს საკუთარი თავის განსაზღვრისთვის.

ინტერსექსიზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ბიოლოგიური სქესის სხვადასხვა ვარიაციების აღსაწერად. ინტერსექსი ის ადამიანია, ვისი ანატომიური სასქესო ნიშნები არ შეესაბამება მდედრობით ან მამრობით სქესს.

ასექსუალიადამიანი, რომელიც განიცდის მცირედ (ან საერთოდ არ განიცდის) სექსუალურ ლტოლვას სხვა ადამიანის მიმართ და/ან ნაკლები ინტერესი და სურვილი ქვს ჰქონდეს სექსი ან ჰყავდეს სქესობრივი პარტნიორი.

პანსექსუალი ადამიანი, რომელიც განიცდის მდგრად ფიზიკურ, რომანტიკულ და ემოციურ მიზიდულობას ნებისმიერი გენდერული იდენტობის/გენდერული თვითგამოხატვის მქონე ადამიანის მიმართ.

ანდროგინიადამიანი, რომლის ბიოლოგიური სქესი არ არის აშკარად შესამჩნევი. იგი საკუთარ გენდერულ იდენტობას ერთდროულად გამოხატავს მამაკაცის და ქალის გენდერული თვითგამოხატვის ფორმებით.

აგენდერიადამიანი, რომელსაც გენდერული თვითაღქმა საერთოდ არ აქვს.

ბიგენდერიადამიანი, რომელიც დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში ერთდროულად ორი გენდერით იდენტიფიცირდება.

გენდერქვიარიადამიანი, რომელიც არ არის კონფორმული ტრადიციული გენდერული ნორმების მიმართ და  გენდერული ტვითგამოხატვა აქვს “არასტანდარტული”ზოგიერთი გენდერქვიარი ადამიანი არ ფიქრობს ტრანზიციის პროცესის დაწყებას ან არ მიმართავს ქროს-დრესინგს, მაგრამ იდენტიფიცირდება როგორც გენდერქვიარი, გენდერულად ნეიტრალური ან ანდროგინი.

გენდერფლუიდიადამიანი, რომელსაც ორი ან მეტი გენდერული რეპრეზენტატულობა აქვს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. იგი საკუთარ თავს ზოგჯერ შეიძლება კაცს, ზოგჯერ ქალს, ხოლო ზოგჯერ სხვა გენდერს მიაკუთვნებდეს.

ტრანსგენდერი ქალი - ადამიანი, რომლის ბიოლოგიური სქესი არის მამრობითი, თუმცა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს ქალთან.

ტრანსგენდერი კაცი - ადამიანი, რომლის ბიოლოგიური სქესი არის მდედრობითი, თუმცა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს კაცთან.

ტრანსსექსუალიადამიანი, რომელმაც გაიარა, გადის ან აპირებს გაიაროს სქესის შეცვლის პროცედურები.

ქროს-დრესერიადამიანი, რომელიც  ტანსაცმლის ან/და აქსესუარების არჩევისას საზოგადოდ გავრცელებული  ნორმების მიმართ არაკონფორმულობას გამოხატავს. იგი არჩევს ჩაიცვას/ატაროს ის ტანსაცმელი და/ან აქსესუარი, რომელიც  მისი სქესისთვის საზოგადოდ არ არის დამახასიათებელი.

არაბინარული გენდერიქოლგა ტერმინია, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში.

იდენტობა – ადამიანის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია, მიკუთვნებულობის განცდა სხვადასხვა ტიპის ჯგუფების მიმართ. მაგალითად, გენდერული იდენტობა ნიშნავს ადამიანის შეხედულებას საკუთარი გენდერის მიმართ და მის მიკუთვნებას გარკვეული გენდერისთვის.

გენდერული იდენტობაადამიანის გენდერული თვითაღქმაა. ადამიანი საკუთარ თავს მამაკაცად ან ქალად შეიძლება აღიქვამდეს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გენდერული თვითაღქმა შესაძლოა კაცის და ქალის ბინარულ სისტემაში არ იყოს მოქცეული. იქედან გამომდინარე, რომ გენდერული იდენტობა შინაგანი, ინტერნალური მოცემულობაა, ის შესაძლოა არ იყოს ხილული სხვებისთვის.

სექსუალური ორიენტაცია – ადამიანის ფიზიკური, რომენტიკული და ემოციური მიზიდულობა საპირისპირო, საკუთარი ან ორივე სქესის ადამიანებისადმი.

გენდერული თვითგამოხატვაადამიანის გენდერული იდენტობის ქცევაში ასახვაა. იგი ვლინდება ტანსაცმლის შერჩევაში, ქცევებში, მანერებში, თმის ვარცხნილობაში და ა.შ.  თითოეული კულტურა ინდივიდუალურად განსაზღვრავს გენდერის გარეგნული გამოხატულების ფორმებს.

სქესი – ბიოლოგიური მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც განასხვავებს ქალისა და მამაკაცის ორგანიზმს. სქესი შეიძლება იყოს მამრობითი ან მდედრობითი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ორივე სქესისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. მათ ინტერსექსუალებს უწოდებენ (ხშირად გვხვდება ტერმინი "ჰერმაფროდიტი", რაც მოძველებულია). ადამიანის სქესი ხუთი ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება: ქრომსომული სქესი, გონადალური, ჰორმონალური, გამრავლების შინაგანი სტრუქტურები და სასქესო ორგანოები.

გენდერი – სოციალური სქესი, რომელიც მოიცავს საზოგადოების მიერ შემუშავებულ ქცევით თავისებურებათა და ფუნქციების  ერთობლიობას, რომელსაც საზოგადოება სქესიდან გამომდინარე აკუთვნებს ადამიანს. გენდერი ადამიანის კაცურობას ან ქალურობას წარმოადგენს. გენდერული განსხვავების მაგალითა ის, რომ ქალს ძირითადად მიეწერება ბავშვების მომვლელის ფუნქცია, ხოლო კაცებს ოჯახში შემომტანის. სქესის მიხედვით ადამიანებს აწერენ გენდერულ როლებსაც: ქალის ძირითადი როლია დიასახლისობა, ხოლო კაცის არა. გენდერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყალიბდება და მასზე დიდ გავლენას ახდენს, კულტურა, განათლება, პოლიტიკა და ა.შ. შესაბამისად იგი დროში ცვალებადია. ერთ დროს თუ ქალისათვის გარკვეული ფუნქციების შესრულება სავალდებულო იყო, ხოლო კაცისათვის არა, დღეს ეს ასე მკვეთრად განსაზღვრული არ არის და ხშირ შემთხვევაში მისი საპირისპიროც კია.

ტრანზიცია – ტრანსგენდერი ადამიანის მიერ სოციალური და/ან სამედიცინო ეტაპების გავლა, რათა მიღწეულ იქნას იმ გენდერთან შესაბამისობა, რომელიც ინდივიდის იდენტობას უკავშირდება. ტრანზიცია ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის, მოიცავს სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებას და სოციალიზაციის პროცესს ახალ გენდერზე გადასვლისას. სამედიცინო ტრანზიცია მოიცავს ჰორმონოთერაპიას, სხეულის მასკულინიზაციას/ფემინიზაციას და სქესის კვლავმინიჭების ოპერაციას.  სოცილური ტრანზიცია კი გულისხმობს სახელის, ტანსაცმლის, ქცევების, თმის ვარცხნილობის და სხვა მახასიათებლების ცვლილებას.

ჰომოფობია –  ჰომოსექსუალ ადამიანთა ნეგატიურად შეფასების, მათ მიმართ უსიამოვნების განცდის და სამტროდ მოქმედების ტენდენციათა მყარი სისტემაა და ეფუძნება მცდარი ან არასრულყოფილი ინფორმაციიდან აღმოცენებულ განზოგადებებს. შესაბამისად,  მას კოგნიტური, აფექტური და ქცევითი კომპონენტები ახლავს. იგი ნეგატიური წინასწარგანწყობაა ჰომოსექსუალ ადამიანთა მიმართ. ეს ტერმინი პირველად 1960-იან წლებში დამკვიდრდა.

ინტერნალიზებული ჰომოფობია – (შეთვისებული ჰომოფობია) თავად ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ადამიანის ირაციონალური შიში და სიძულვილია საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობს მიმართ. სანამ ადამიანი საკუთარ ჰომოსექსუალობას ან ბისექსუალობას გააცნობიერებდეს, ის
სოციალური დასწავლის საფუძველზე სწავლობს საზოგადოებაში არსებულ უარყოფით
დამოკიდებულებებს ჰომოსექსუალთა და ბისექსუალთა მიმართ და ახდენს მათ
ინტერნალიზებას. ხოლო როდესაც იწყება საკუთარი იდენტობის გაცნობიერება,
ცნობიერებაში ასევე გადმოდის ის უარყოფითი მნიშვნელობები, რომლებსაც საზოგადოება ჰომოსექსუალობას და ბისექსუალობას აწერს. ასეთი უარყოფითი მნიშვნელობების შეთვისება ლგბტ ადამიანის მიერ ინტერნალიზებულ ჰომოფობიაზე მიუთითებს.

ქამინგ აუთი – საჯაროდ ან ნებისმიერი ადამიანისათვის საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გაცხადება. ეს არის ლგბტ ადამიანის მიერ საკუთარი თავის მიღების პროცესი, როდესაც ის ახდენს საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიღებას და შემდგომში მის გაცხადებას.

No comments:

Post a Comment