ამ პოსტში განხილულია ზოგადი რეკომენდაციები იმ ადამიანებისთვის, რომელთა ბიოლოგიური სქესი არის მდედრობითი, მაგრამ თავს განსაზღვრავენ და აღიქვამენ, როგორც მამაკაცს. არ არის აუცილებელი ფიზიკური ტრანზიცია (გადასვლა) ქალიდან კაცზე მთლიანად შეასრულო. შეგიძლია შეჩერდე იმ ეტაპზე, რომელზედაც უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს. შენ ყოველთვის შეგიძლია დაიწყო ტრანზიციის პროცესი და ყოველ შემდგომ ეტაპზე თანდათან გადახვიდე. მაგრამ გახსოვდეს, რომ გარკვეულ საფეხურებზე ყოფნის დროს უკან დაბრუნება აღარ შეგიძლია.
მიიღე საკუთარი თავი
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ტრანზიციისა არის გაცნობიერება იმისა, თუ ვინ ხარ შენ. ამისათვის გამოყავი გარკვეული დრო და იფიქრე ყველაფერზე. წარმოიდგინე, რომ ხარ მკვლევარი და დააკვირდი საკუთარ თავს.
გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ ერთადერთი. არსებობენ სხვა ტრანსგენდერი ადამიანებიც.
არ არსებობს "ზუსტი" დრო იმისათვის, რომ გააკეთო ქამინგ-აუთი სხვებთან და უთხრა მათ, რომ შენ ტრანსგენდერი ხარ.
ასევე, სულაც არ არის აუცილებელი ტრანზიციის პროცესში ქამინგ-აუთი მეორე ეტაპზე გააკეთო. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფრთხილი ნაბიჯია, რაც აუცილებლად უნდა გადადგა. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება შენთვის და დაგჭირდება იმ ადამიანების გვერდით ყოლა, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. განსაკუთრებით კი შენი ოჯახის წევრების. იზრუნე იმაზე რომ შენმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა არ გაგრიყონ. გესმოდეს მათი, რადგანაც ისინი აღგიქვამდნენ როგორც ქალს და არ არის მარტივი სწრაფად მიგიღონ როგორც კაცი. ეს ძალიან რთული იქნება მათთვის.
გამოხატე შენი გენდერული იდენტობა
გენდერული იდენტობა გამოიხატება გარკვეული ტანსაცმელის ტარებასა და ქცევაში. თუ შენ გინდა გამოხატო შენი გენდერული იდენტობა, მაშინ ჩაიცვი "მამაკაცის ტანსაცმელი" და დაისწავე მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ქცევები, რითაც აჩვენებ სხვებს თუ ვინ ხარ რეალურად. თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ შენ ინდივიდუალური ხარ და მოიქეცი ისე, როგორც შენთვის იქნება კომფორტული.
მოძებნე კარგი თერაპევტი
არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ქამინგ-აუთთან, ჰორმონალურ თერაპიასთან და ქირურგიულ ოპერაციებთან მიმართებაში. შენ მუშაობ, სწავლობ, ცხოვრობ და კომუნიკაცია გაქვს სხვადასხვა ადამიანთან. ამიტომ, აუცილებლად გამოგადგება ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რის მიხედვითაც კარგად წარმართავ შენს ცხოვრებას. კარგად გააანალიზე შენს ხელთ არსებული ყველა რესურსი (ფინანსები, დრო, მხარდამჭერი ადამიანები, ექიმები და სხვ.) და გამოიყენე ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
ყველა ტრანსგენდერი მამაკაცი არ მიმართავს ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიას (HRT). ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მაგალითად მედიკამენტის ფასი ან შესაძლოა ორგანიზმი ვერ იღებდეს ჰორმონს (ტესტოსტერონი). თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მამაკაცები არ არიან.
ტრანსგენდერ მამაკაცებს (ქალიდან კაცზე) ბევრად უფრო გაუმართლათ, რადგანაც იღებენ ტესტოსტერონს, ვიდრე ტრანსგენდერ ქალებს (კაციდან ქალზე), რომლებიც იღებენ ესტროგენს. ტესტოსტერონი ბევრად უფრო მკვეთრად ცვლის სხეულის ფორმას ვიდრე ესტროგენი. იგი შენს სხეულს შესძენს მასკულინურ თვისებებს:
ტრანსგენდერ კაცთა უმეტესობა ტრანზაციის დაწყებისას სთხოვს თავის მეგობრებს, მშობლებსა და ახლობლებს, რომ დაუძახონ მათ მიერ არჩული მამაკაცის სახელი. ეს ეხმარება მათ საზოგადოებაში სრულად მოახდინონ საკუთარი თავის ინტეგრაცია როგორც მამაკაცებმა.
საქართველოში სახელის შეცვლა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (თუ დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში) ხარ. სახელის შეცვლისთვის მიმართე იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. საკითხის განსახილველად მოგიწევს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
http://psh.gov.ge/index.php?sec_id=292&lang_id=GEO
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში არ დაგავიწყდეს, რომ ამის შესახებ აცნობო დამსაქმებელს და/ან სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
ამ ვიდეოში შეგიძლია ნახო ტრანზიციის პროცესი:
წყარო: http://www.wikihow.com/Transition-from-a-Female-to-a-Male-(Transgender)
პირველი ეტაპი:
მიიღე საკუთარი თავი
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ტრანზიციისა არის გაცნობიერება იმისა, თუ ვინ ხარ შენ. ამისათვის გამოყავი გარკვეული დრო და იფიქრე ყველაფერზე. წარმოიდგინე, რომ ხარ მკვლევარი და დააკვირდი საკუთარ თავს.
გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ ერთადერთი. არსებობენ სხვა ტრანსგენდერი ადამიანებიც.
- მოიძიე მხარდამჭერი ჯგუფები. ამისათვის დაუკავშირდი საქართველოში მოქმედ ლგბტ ორგანიზაციებს და მიიღე მათგან კონსულტაცია. ეს დაგეხმარება შეხვდე სხვა ტრანსგენდერ ადამიანებს, მოისმინო მათი ისტორიები, მიიღო მეტი ინფორმაცია და დაუსვა საკუთარ თავს კითხვები.
- ეცადე გაარკვიო თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისათვის, რომ მშვიდად იგრძნო თავი. ზოგიერთი ტრანსგენდერი შესანიშნავად გრძნობს თავს იმ ტანსაცმელში, რომელიც შეესაბამება მის გენდერულ იდენტობას. ზოგიერთი სთხოვს სხვებს, რომ დაუძახონ მამაკაცის სახელი და არა ის, რომელიც დაბადებიდან მიანიჭეს. ზოგიერთისთვის კი აუცილებელია სხეულის კორექცია. ამისათვის ისინი გადიან ჰორმონალურ თერაპიას (იღებენ ჰორმონს - ტესტოსტერონს ინექციური გზით ან იმ კრემების საშუალებით, რომლებიც ამ ჰორმონს შიცავენ). ზოგიერთ ტრანსგენდერ ადამიანს აქვს ისეთი გამწვავებული დისფორია, რომ საჭიროებს ტრანზიციის მთლიანი პროცესის გავლას სქესის შეცვლის ოპერაციის ჩათვლით. დაიმახსოვრე, რომ არ არის აუცილებელი სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღო. შენ წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი. ზოგიერთი ადამიანი განიცდის ფრუსტრაციას იმის გამო, რომ ტრანზიციის პროცესი ხანგრძლივია და ნელა მიმდინარეობს (შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელი იღებდე ჰორმონებს, მაგრამ წვერი ნაწილობრივ გაიზარდოს, სქესის შეცვლის ოპერაცია კი ზოგიერთ ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებით არ იფარება. რიგ ქვეყნებში კი ასეთი ოპერაცია საერთოდ არ კეთდება).
მეორე ეტაპი:
ქამინგ-აუთიარ არსებობს "ზუსტი" დრო იმისათვის, რომ გააკეთო ქამინგ-აუთი სხვებთან და უთხრა მათ, რომ შენ ტრანსგენდერი ხარ.
ასევე, სულაც არ არის აუცილებელი ტრანზიციის პროცესში ქამინგ-აუთი მეორე ეტაპზე გააკეთო. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფრთხილი ნაბიჯია, რაც აუცილებლად უნდა გადადგა. ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება შენთვის და დაგჭირდება იმ ადამიანების გვერდით ყოლა, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. განსაკუთრებით კი შენი ოჯახის წევრების. იზრუნე იმაზე რომ შენმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა არ გაგრიყონ. გესმოდეს მათი, რადგანაც ისინი აღგიქვამდნენ როგორც ქალს და არ არის მარტივი სწრაფად მიგიღონ როგორც კაცი. ეს ძალიან რთული იქნება მათთვის.
- თავდაპირველად კარგი იქნება ქამინგ-აუთს თუ გააკეთებ ახლო მეგობრებთან ან მშობლებთან (განსაკუთრებით მაშინ, როცა მათთან ერთად ცხოვრობ). თუ შენ არ შეგიძლია/არ გამოგდის კარგად პირისპირ საუბარი ან არ იცი რა უთხრა მათ, საუკეთესო გამოსავალია, რომ დაწერო წერილი. ისაუბრე რბილი ტონით, არ იყო ხისტი და მიეცი მათ ფიქრის საშუალება. ეცადე რომ არ მიაყენო შეურაცხყოფა. შესაძლოა ამ დროს იტირონ ან ჩაიდინონ რაიმე მოულოდნელი ქმედება. შესაბამისად, თუ საჭიროება მოითხოვს, დატოვე ისინი მარტო და უბრალოდ გაისეირნე ქუჩაში.
- ქამინგ-აუთამდე კარგი იქნება თუ შეამოწმებ შენი ოჯახის წევრების დამოკიდებულებებს. მაგალითად, ისაუბრე ტრანსგენდერ კაცებზე ან ლგბტ საკითხების შესახებ აიღე ნებისმიერი თემა და ჩართე ოჯახის წევრები დისკუსიაში. ამით გაიგებ თუ რა დამოკიდებულებები აქვთ მათ შენი გენდერული იდენტობის მიმართ. კარგი იქნება თუ ამ პროცესს მაშინ დაიწყებ, სანამ არასრულწლოვანი ხარ. ზოგიერთ ოჯახში შესაძლოა არსებობდეს ფიზიკური ძალადობის რისკი. არ გააკეთო ქამინგ-აუთი მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ აღმოჩნდები ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
- ქამინგ-აუთის შემდეგ ადამიანთა უმეტესობას გაუჩნდება კითხვები შენს მიმართ (განსაკუთრებით ოჯახის წევრებს). იყავი ინფორმირებული, რათა თავი არ აარიდო ამ კითხვებს. არ გაღიზიანდე თუ მათ აქვთ არასწორი ინფორმაცია და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბებული ცრურწმენები. აუცილებლად დაგისვამენ კითხვას ტრანზიციის პროცესის შესახებ. ამიტომ, მყარად უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული შენივე შეხედულებები. იქნება შემთხვევები, როცა ისინი ეცდებიან, რომ დაგარწმუნონ შენს "შეცდომაში" და გეტყვიან რომ უმჯობესია არ იყო ტრანსგენდერი. რათქმაუნდა, ეს შენთვის არ იქნება მარტივი, მაგრამ ეცადე მათაც გაუგო. ასე რომ, შეინარჩუნე სიმშვიდე და არ განიცადო ფრუსტრაცია. სწორი ინფორმაციის მიწოდებით თანდათან მიაღწევ იმას, რომ შეცვალო მათი დამოკიდებულებები. მთავარია, რომ მათ უყვარხარ.
- ხშირად ტრანსგენდერ ქალებს აიგივებენ გეებთან, ხოლო ტრანსგენდერ კაცებს ლესბოსლებთან როდესაც ისინი აკეთებენ ქამინგ-აუთს. გახსოვდეს, რომ ტრანსგენდერი ადამიანების საკითხი გენდერულ იდენტობას უკავშირდება. სექსუალური ორიენტაცია კი სხვა საკითხია. ტრანსგენდერი ადამიანი ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის შეიძლება იყოს, ისევე როგორც ცისგენდერი (არა ტრანსგენდერი) ადამიანი. მაგალითად, გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი, ასექსუალი, ჰეტეროსექსუალი ან პანსექსუალი. ასე რომ, თუ შენ ხარ ტრანსგენდერი კაცი, შენი ბიოლოგიური სქესი არის მდედრობითი, ხოლო შენი გენდერული იდენტობა შეესაბამება მამაკაცს. ეს სხვებს ასე შეგიძლია აუხსნა: თუ შენ მოგწონს მამაკაცები, მაშინ შენ გეი ხარ, თუ ქალები - ჰეტეროსექსუალი, ხოლო თუ გეი მამაკაცებიც და ჰეტეროსექსუალი ქალებიც, მაშინ ბისექსუალი. მაგრამ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოგწონს, შენ ყოველთვის ხარ მამაკაცი.
მესამე ეტაპი:
გამოხატე შენი გენდერული იდენტობა
გენდერული იდენტობა გამოიხატება გარკვეული ტანსაცმელის ტარებასა და ქცევაში. თუ შენ გინდა გამოხატო შენი გენდერული იდენტობა, მაშინ ჩაიცვი "მამაკაცის ტანსაცმელი" და დაისწავე მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ქცევები, რითაც აჩვენებ სხვებს თუ ვინ ხარ რეალურად. თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ შენ ინდივიდუალური ხარ და მოიქეცი ისე, როგორც შენთვის იქნება კომფორტული.
- იყავი ფრთხილად. თუ არ გაქვს გეკეთებული ქამინგ-აუთი, შესაძლოა შენმა სწრაფმა და სრულმა ტრანსფორმაციამ დააბნიოს მშობლები და ამის გამო უსიამოვნო საუბრებს ვერ ასცდე, ხოლო სკოლაში და სამსახურში თანატოლებთან ურთიერთობის დროს სავარაუდოდ შეიქმნება დაბრკოლებები. თუ მზად ხარ ტრანზიციის ამ ეტაპის დასაწყებად და გინდა შენი გენდერული იდენტობა გამოხატო შენს გარეგნობაში, დაიწყე მაგალითად თმების მოკლედ შეჭრით, ხოლო შემდეგ თანდათან შეცვალე გარდერობი და შეიძინე მამაკაცის კოლექციიდან რამდენიმე მაისური, შარვალი და ფეხსაცმელი. ამით გარშემომყოფებს თანდათან შეაჩვევ შენს იმიჯს და ტრანზიციის ეს ეტაპი უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის.
მეოთხე ეტაპი:
მოძებნე კარგი თერაპევტი
ეს აუცილებელია ორი მიზეზის გამო:
1. ფიქრი იმაზე, რომ "ხაფანგში ხარ მომწყვდეული" და შენი გენდერული იდენტობა არ შეესაბამება შენს სხეულს, გავლენას ახდენს ცნობიერებაზე. სწორედ ამიტომ, ტრანსგენდერი ადამიანები მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და ხშირად ფიქრობენ თვითმკვლეობაზე (დაახლოებით ტრანსგენდერთა 50%). თერაპევტი მოგისმენს და დაგეხმარება ამ პრობლემების მოგვარებაში.
2. სანამ ტრანზიციის შემდეგ ეტაპებზე გადახვალ, დაგჭირდება ფსიქოლოგის დაკვირვება, რათა მან დაადასტუროს, რომ შენ ნამდვილად ხარ ტრანსგენდერი. ამის შემდეგ ის გადაგამისამართებს ენდოკრინოლოგთან, რათა გაიარო ჰორმონალური თერაპია და ქირურგთან, რათა გაიკეთო ქირურგიული ოპერაციები. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ეს უკვე საჭირო აღარ არის, რადგანაც ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში (DSM 5) ტრანსექსუალობა ფსიქიკურ დაავადებად აღარ განიხილება. მაგრამ, მაგალითად აშშ_ში ქირურგები ფსიქოლოგის რეკომენდაციის გარეშე სქესის შეცვლის ოპერაციას არ ატარებენ.

გახსოვდეს! არასდროს დაიწყო ჰორმონების (ტესტოსტერონი) მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ენდოკრინოლოგი მოგთხოვს გაიკეთო სისხლის ანალიზი, რაც დაადგენს შენს ორგანიზმში ჰორმონების დონეს. ამის შემდეგ კი ის შეიმუშავებს შენთვის შესაფერის ჰორმონალური თერაპიის სქემას. თუ მის რეკომენდაციებს ბოლომდე მიყვები, თავიდან აიცილებ სხვადასხვა სახის გართულებებს.
- აუცილებელია მოიძიო ის ფსიქოლოგები და ქირურგები, რომლესაც აქვთ სპეციალური განათლება და იციან ტრანსგენდერთა სპეციფიკური საჭიროებების შესახებ. მათ მოძებნაში საქართველოში მოქმედი ლგბტ ორგანიზაციები და ტრანსგენდერთა მხარდამჭერი ჯგუფი დაგეხმარება.
- გახსოვდეს, სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება და ჰორმონალური თერაპიის დაწყება სერიოზული ნაბიჯია შენს ცხოვრებაში. შესაბამისად, ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმო. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკან დახევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, კარგად განიხილე ყველა საკითხი ფსიქოლოგთან სეანსების დროს, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდე იმაში, რომ შენ ნამდვილად ტრანსგენდერი ხარ. ეს ფსიქოლოგსაც დაეხმარება ზუსტი შეფასების გაკეთებაში.
მეხუთე ეტაპი:
შეიმუშავე გეგმაარსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ქამინგ-აუთთან, ჰორმონალურ თერაპიასთან და ქირურგიულ ოპერაციებთან მიმართებაში. შენ მუშაობ, სწავლობ, ცხოვრობ და კომუნიკაცია გაქვს სხვადასხვა ადამიანთან. ამიტომ, აუცილებლად გამოგადგება ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რის მიხედვითაც კარგად წარმართავ შენს ცხოვრებას. კარგად გააანალიზე შენს ხელთ არსებული ყველა რესურსი (ფინანსები, დრო, მხარდამჭერი ადამიანები, ექიმები და სხვ.) და გამოიყენე ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
- იყავი რეალისტი. თუ შენ გსურს ყველა ძირითად მიზანს ერთ წელიწადში მიაღწიო, რეალურად ამას შეიძება რამდენიმე წელი დაჭირდეს. თუ გეგმავ ტრანზაციის პროცესის ბოლომდე მიყვანას, გაითვალისწინე, რომ ამას 5 წელზე მეტი დასჭირდება.
- სამოქმედო გეგმის შედგენაში კარგ დახმარებას გაგიწევს შენი თერაპევტი. მან კარგად იცის ტრანზიციის პროცესის სავარაუდო ვადები. თუ ვერ მოიძევ თერაპევტს, დახმარებისთვის მიმართე ტრანსგენდერთა მხარდამჭერ ჯგუფს. ისინი გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
მეექვსე ეტაპი:
დაიწყე ჰორმონალური თერაპია (სურვილისამებრ)ყველა ტრანსგენდერი მამაკაცი არ მიმართავს ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიას (HRT). ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მაგალითად მედიკამენტის ფასი ან შესაძლოა ორგანიზმი ვერ იღებდეს ჰორმონს (ტესტოსტერონი). თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მამაკაცები არ არიან.
ტრანსგენდერ მამაკაცებს (ქალიდან კაცზე) ბევრად უფრო გაუმართლათ, რადგანაც იღებენ ტესტოსტერონს, ვიდრე ტრანსგენდერ ქალებს (კაციდან ქალზე), რომლებიც იღებენ ესტროგენს. ტესტოსტერონი ბევრად უფრო მკვეთრად ცვლის სხეულის ფორმას ვიდრე ესტროგენი. იგი შენს სხეულს შესძენს მასკულინურ თვისებებს:
- ცხიმების განაწილება გამოიწვევს თეძოების დაპატარავებას, მენჯის ძვლის ფორმირებას, ფეხის კუნთების ზრდას და მკერდის მცირედ დაპატარავებას. თუმცა ცხიმები არ გაქრება და იგი გადაინაცვლებს მუცლის არეში. ამიტომ კარგი იქნება თუ დაიწყებ ვარჯიშებს.
- შესაძლოა თანდათან გაიზარდოს კუნთები, გაფართოვდეს მხრები და უფრო გასქელდეს ხელები და ფეხები გარკვეულ დონემდე (ეს გამოწვეული იქნება ხრტილის ზრდით).
- იზრდება თმა სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზე.
- ხმა თანდათან ბოხდება (ამან შესაძლოა გამოიწვიოს ვოკალური დიაპაზონის დაკარგვა).
- კანი თანდათან სქელდება და ეგუება დაბალ ტემპერატურას.
- მცირედით იცვლება სხეულის სუნი და მატულობს ოფლიანობა.
- თუ მოზარდი ხარ, შესაძლოა უფრო დაჩქარდეს სიმაღლეში ზრდის პროცესი.
- სავარაუდოდ მოიმატებს სექსუალური ენერგია და ჭამის მადა.
- სასქესო ორგანოს არეში გაიზრდება კლიტორი. ეს მნიშვნელოვანი პროცესია თუ გსურს სქესის შეცვლის ოპერაციის დაწყება, რადგანაც სწორედ გაფართოებული კლიტორი გამოიყენება პენისის შესაქმნელად.
- პირდაპირ და მყარად ვერ ვიტყვით, მაგრამ ჰორმონალური თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 6 თვის განმავობაში შეწყდება მენსტრუაციული ციკლი, ხმა დაბოხდება და საგრძნობლად გაიზრდება კლიტორი.
- ტრანსგენდერ კაცთა უმეტესობა ტესტოსტერონის მიღებას ინექციური გზით იწყებს. თუმცა შესაძლებელია მისი ჩანაცვლება აბების და კრემების სახით.
- ზოგიერთი ტრანსგენდერი კაცი ჰორმონალური თერაპიის დაწყებამდე ამჯობინებს ძუძუების მოკვეთის ოპერაციის ჩატარებას. რადგანაც, ჰორმონალური თერაპიის პროცესში სხეული განიცდის ტრანსფორმაციას და იძენს მასკულინურ თვისებებს, ძუძუები ქმნის უხერხულობას. თანაც ჰორმონალური თერაპიის დროს მხოლოდ მცირედით და ნელ-ნელა მცირდება მკერდის ზომა. ამიტომ შესაძლოა ქირურგმაც გირჩიოს მკერდის მოკვეთის ოპერაცია, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავსირებული. ასებობს სამი ტიპის მკერდის მოკვეთის ოპერაცია. ქირურგი კი შენთვის სესაფერისს აარჩევს.
მეშვიდე ეტაპი:
შეიცვალე სახელიტრანსგენდერ კაცთა უმეტესობა ტრანზაციის დაწყებისას სთხოვს თავის მეგობრებს, მშობლებსა და ახლობლებს, რომ დაუძახონ მათ მიერ არჩული მამაკაცის სახელი. ეს ეხმარება მათ საზოგადოებაში სრულად მოახდინონ საკუთარი თავის ინტეგრაცია როგორც მამაკაცებმა.
საქართველოში სახელის შეცვლა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს თუ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (თუ დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში) ხარ. სახელის შეცვლისთვის მიმართე იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. საკითხის განსახილველად მოგიწევს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
- განცხადება სახელის შეცვლის თაობაზე;
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
- დაბადების მოწმობა;
- ქორწინების მოწმობა (ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში);
- არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (თუ არასრულწლოვანი შვილები გყავს);
- მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა (თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხარ).
სახელი შეგიძლია სურვილისამებრ შეიცვალო. თუმცა დაუშვებელია სახელად აირჩიო სასვენი ნიშნები, გეომეტრიული ფიგურები, გრაფიკული გამოსახულებები, სიმბოლოები, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვები, მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისგან შემდგარი) სახელი.
ეს 55 ლარიდან 300 ლარამდე დაგიჯდება. ტარიფები იხილე ამ ლინკზე:http://psh.gov.ge/index.php?sec_id=292&lang_id=GEO
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში არ დაგავიწყდეს, რომ ამის შესახებ აცნობო დამსაქმებელს და/ან სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
ყველა ტრანსგენდერი არ მიმართავს სქესის შეცვლის ოპერაციას. თუ შენ გაკმაყოფილებს შენი სხეულის ფორმა, შეგიძლია არც იფიქრო ქირურგიულ ოპერაციებზე. მაგრამ თუ გაგადაწყვეტ ამ ნაბიჯის გადადგმას, იცოდე, რომ ოპერაციის შედეგად ტრანსგენდერ მამაკაცთა სხეული სრულიად ემსგავსება სხვა არატრანსგენდერ მამაკაცთა სხეულს.
არსებობს სამი ტიპის ოპერაცია:
იურიდიულ დოკუმენტებში სქესის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გასწორება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად რეგულირდება ან საერთოდ არ რეგულირდება.
საქართველოში სქესის შეცვლა შესაძლებელია იმ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებმაც ქირურგიული გზით შეიცვალეს სქესი. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ მკერდის ოპერაცია საკმარისი არ არის და მთლიანად სამივე ოპერაციის ხარჯები ძალიან ძვირი ჯდება.
არსებობს სამი ტიპის ოპერაცია:
- მასტექტომია: მკერდის ქსოვილების დაშლა.
- ჰისტერექტომია: საშვილოსნოს მოცილება საკვერცხეების ამოკვეთის და მილების გამტარიანობის მოშლის გზით. ამ ოპერაციის გაკეთებას ექიმი ჰორმონალური თერაპიის დაწყბიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ გირჩევს.
- სასქესო ასოს ცვლილება: მამრობითი სქესის გენიტალიის(პენისის) აგება. ამ ტიპის ოპერაცია ორი სახისაა: მეტაოიდიოპლასტია და ფალოპლასტია.
მეცხრე ეტაპი:
სქესის შეცვლა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებშიიურიდიულ დოკუმენტებში სქესის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გასწორება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად რეგულირდება ან საერთოდ არ რეგულირდება.
საქართველოში სქესის შეცვლა შესაძლებელია იმ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებმაც ქირურგიული გზით შეიცვალეს სქესი. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ მკერდის ოპერაცია საკმარისი არ არის და მთლიანად სამივე ოპერაციის ხარჯები ძალიან ძვირი ჯდება.
ზოგადი რეკომენდაციები:
- იყავი ის ვინც ხარ. მთავარია კომფორტულად გრძნობდე თავს. პატივი ეცი შენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და ეცადე შეცვალო მათი განწყობები თუ ეს გიქმნის დისკომფორტს.
- მაქსიმალურად გამოიყენე დრო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ. იყავი ძლიერი, მომთმენი და დარწმუნდი, რომ სწორ გადაწყვეტილებებს იღებ. ეს გადაწყვეტილებები ცვლის შენს ცხოვრებას. გახსოვდეს, რომ ბევრი ტრანსგედერი ცხოვრობს ბედნიერად - ისინი, ვისაც ტრანზაცია სრულად აქვს გავლილი ან საერთოდ არ დაუწყია. ნუ ჩაიკეტები საკუთარ თავში.
- გაეცანი ტრანსგენდერთა საკითხებზე სხვადასხვა ლიტერატურას და მიმართე ლგბტ ორგანიზაციებსა და ტრანსგენდერთა არსებულ მხარდამჭერ ჯგუფს.
- გაითვალისწინე ტრანზაციის პროცესისათვის საჭირო ხარჯები და შესაბამისად დაგეგმე შენი ფინანსური მდგომარეობა.
- კარგად დაგეგმე ქამინგ-აუთი მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, რადგან მნიშვნელოვანია ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა. დარწმუნდი, რომ ისინი არ განიცდია მაღალი დონის სტრესს.
- არ მისცე სხვებს უფლება გაიძულონ ჰორმონალური თერაპიის და ქირურგიული ოპერაციის დაწყება, რადგანაც ისინი ვერ აღგიქვამენ როგორც მამაკაცს.
- მთავარია თვითონ იცნობდე საკუთარ სხეულს, რადგანაც შიშველი არავინ დადის საჯარო სივრცეებში.
- ფრთხილად იყავი ტრანსფობ ადამიანებთან კომუნიკაციის დროს.
- გახსოვდეს, რომ ტრანზაციის გარკვეულ ეტაპებზე გადასვლისას შეუძლებელია უკან დაბრუნება.
- არ თქვა უარი სხვების მხრიდან მხარდაჭერაზე.
ამ ვიდეოში შეგიძლია ნახო ტრანზიციის პროცესი:
No comments:
Post a Comment