ტესტები

სექსუალური თავსებადობის შეფასება

ეწყობით თუ არა თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს სქესობრივ ცხოვრებაში?

ეს ტესტი დისკუსიის სტიმულირებაში შეგიწყობთ ხელს. შეავსეთ თითოეული გრაფა ყურადღებით და პასუხები დააჯამეთ ინდივიდუალურად. გახსოვდეთ, რომ არ მოიტყუოთ! საბოლოოდ, შეადარეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ქულები ერთმანეთს. გაითვალისწინეთ:
1 ქულა = არ ვეთანხმები
2 ქულა = უფრო არ ვეთანხმები
3 ქულა = უფრო ვეთანხმები
4 ქულა = ვეთანხმები


სიტუაციებიპარტნიორი
AB
მოგვწონს მრავალჯერადი სქესობრივი კონტაქტი ერთმანეთთან
მოგვწონს ერთი და იგივე სახეობის სექსუალური პრაქტიკა
პატივს ვცემთ ერთმანეთის სექსუალურ სურვილებს
ვეუბნებით ერთმანეთს, როდესაც გვაქვს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
თავისუფლად ვსაუბრობთ ჩვენს სექსუალურ ფანტაზიებზე ერთმანეთთან
ორგაზმი ყოველთვის არ არის ჩვენი მიზანი, როდესაც გვაქვს სექსი
ჩვენთვის დასაშვებია მასტურბაცია
ვთანხმდებით ურთიერთობის ღიაობის საკითხებზე
კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს სექსუალურ ფანტაზიებზე ერთმანეთთან
ჩვენთვის სექსი არ არის დაჯილდოების და დასჯის საშუალება 
ვიყენებთ ეროტიკულ საშუალებებს ჩვენი სურვილების შესაბამისად
სექსი არ არის "თავისუფალი დროის საქმიანობა" ჩვენთვის

თუ თქვენ დააგროვეთ:

12_დან 24 ქულის ჩათვლით - ურთიერთობაში შემაფერხებელი შეიძლება იყოს სექსუალური შეუთავსებლობა. დახმარებისთვის მიმართეთ მეგობარს ან ექიმს.
25_დან 36 ქულის ჩათვლით - გაქვთ გარკვეული პრობლემები, ამიტომ ერთად უნდა იმუშაოთ მათ მოსაგვარებლად.
37_დან 48 ქულის ჩათვლით - შესანიშნავად ეწყობით ერთმანეთს სქესობრივ ცხოვრებაში.

საუკეთესო შედეგია, როდესაც თქვენი და თქვენი პარტნიორის ქულები ემთხვევა ერთმანეთს. სხვა შემთხვევაში გაქვთ პრობლემები და სთხოვეთ დახმარება პროფესიონალს.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სექსი კლავს რომანტიკას, თუმცა ეს არ არის სწორი.


No comments:

Post a Comment