Showing posts with label ტრანსგენდერი. Show all posts
Showing posts with label ტრანსგენდერი. Show all posts

August 29, 2015

ფსიქოთერაპიის საკითხები ტრანსგენდერ ადამიანებთან სამუშაოდ

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში     (DSM 5) ტრანსგენდერობა გენდერულ დისფორიად არის განხილული და დღეისათვის იგი ფსიქიკურ დაავადებად აღარ ითვლება. თუმცა, გენდერული დისფორია სტრესის გარკვეულ დონეს უკავშირდება და სწორედ ამიტომ ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს საკუთარი გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებისა და კონსოლიდაციის პროცესში სჭირდება კვალიფიციური ფსიქოთერაპევტის დახმარება.


ფსიქოთერაპიის მიზანი გენდერულ იდენტობას, ბიოლოგიურ სქესსა და გენდერულ თვითგამოხატვას შორის დაძაბულობის შემსუბუქებაა იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ქმედითუნარიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს. თუმცა, ტრანსგენდერი ადამიანები ფსიქოთერაპევტებს სხვა პრობლებსა და სირთულეებში დახმარებისთვისაც მიმართავენ.

აქ წარმოდგენილია ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება ფსიქოთერაპევტებს სწორად დაგეგმონ თერაპიის პროცესი და მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგს ტრანსგენდერ ადამიანებთან მუშაობის დროს.

August 27, 2015

ტრანსგენდერი ადამიანები და აივ ინფექცია

ტრანსგენდერ ადამიანებში აივ ინფექციის პრევენციული სახის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭიროა ვიცოდეთ მათი რაოდენობა ქვეყანაში, თუმცა დღეისათვის ასეთი სახის ოფიციალური მონაცემები საქართველოში არ არსებობს.

იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა ცენტრალიზებულია და ხელმისაწვდომია ჰორმონალური თერაპია და ქირურგიული ჩარევა სხეულის ფემინიზაციისა და მასკულინიზაციისთვის, გამოკვლეულია ეს საკითხი. ამ ქვეყანათა ოფიციალური სტატისტიკით ყოველი 12 000 მოსახლედან 1 ტრანსგენდერი ქალია (კაციდან ქალზე), ხოლო 30 000-დან 1 ტრანსგენდერი კაცი (ქალიდან კაცზე). თუმცა ეს ციფრები მხოლოდ იმ ტრანსსექსუალ ადამიანებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისებს იღებენ ტრანზიციის პროცესისათვის (ჰორმონალური თერაპია, ქირურგიული ოპერაცია) და ფიქსირდებიან ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურ სტატისტიკაში. საერთო ჯამში კი უფრო დიდი ალბათობით მსოფლიო მოსახლეობაში ყოველი 2 000 ადამიანიდან 1 ტრანსგენდერია.

March 17, 2015

ტრანსგენდერ ქალთა ტრანზიციის პროცესი (კაციდან ქალზე)

ტრანსგენდერ ქალთა აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი "კაციდან ქალზე" (MTF). მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ტრანსგენდერი ან გენდერქვიარი, ფიზიკური ტრანზაცია (გადასვლა) არ ნიშნავს ერთ მომენტს. იგი ხანგრძლივი პროცესია.

ტრანსგენდერი ქალი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან თუნდაც ასექსუალი. მას აცვია ის ტანსაცმელი, რაც თავად უნდა - შეიძლება ჩაიცვას ფემინურად, მასკულინურად ან საერთოდ საკუთარ გარეგნულ იმიჯს გამოხატავდეს როგორც ანდროგინი. არ არსებობს "სწორი" ან "არასწორი" გზა ფიზიკური ტრანზაციის (გადასვლის). ტრანსგენდერმა ქალებმა შესაძლოა საკუთარი ტრანზაციის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანონ ან საერთოდაც არ დაიწყონ.