August 27, 2015

ტრანსგენდერი ადამიანები და აივ ინფექცია

ტრანსგენდერ ადამიანებში აივ ინფექციის პრევენციული სახის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭიროა ვიცოდეთ მათი რაოდენობა ქვეყანაში, თუმცა დღეისათვის ასეთი სახის ოფიციალური მონაცემები საქართველოში არ არსებობს.

იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა ცენტრალიზებულია და ხელმისაწვდომია ჰორმონალური თერაპია და ქირურგიული ჩარევა სხეულის ფემინიზაციისა და მასკულინიზაციისთვის, გამოკვლეულია ეს საკითხი. ამ ქვეყანათა ოფიციალური სტატისტიკით ყოველი 12 000 მოსახლედან 1 ტრანსგენდერი ქალია (კაციდან ქალზე), ხოლო 30 000-დან 1 ტრანსგენდერი კაცი (ქალიდან კაცზე). თუმცა ეს ციფრები მხოლოდ იმ ტრანსსექსუალ ადამიანებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისებს იღებენ ტრანზიციის პროცესისათვის (ჰორმონალური თერაპია, ქირურგიული ოპერაცია) და ფიქსირდებიან ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურ სტატისტიკაში. საერთო ჯამში კი უფრო დიდი ალბათობით მსოფლიო მოსახლეობაში ყოველი 2 000 ადამიანიდან 1 ტრანსგენდერია.

აშშ-ში 2008 წლამდე ჩატარებული გამოკვლევებით დასტურდება, რომ ტრანსგენდერთა 12-28% აივ ინფიცირებულია (12% პირადი შეტყობინებიდან და 28% ტესტირების შედეგად).  საერთო ჯამში აივის გავრცელების დონე აშშ-ში ტრანსგენდერებს შორის, დიდი ალბათობით, 12%-ზე ნაკლებია, რადგანაც ძირითადად გამოკვლევები ტარდება ყველაზე მოწყლად ჯგუფებში.

2008 წელს მექსიკაში ჩატარებულ აივ-შიდსის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი მონაცემებით სამ ლათინოამერიკულ ქვეყანაში ტრანსგენდერთა 25% აივ ინფიცირებული იყო. იგივე მაჩვენებელი აზიის 5 ქვეყანაში 10%-დან 42%-მდე მერყეობდა.

საქართველოში ტრანსგენდერი ქალები მსმ (მამრობითი სქესის ადამიანი, ვისაც სექსი აქვს მამრობითი სექსის ადამიანთან) ჯგუფში ერთიანდება. შესაბამისად, იმ ტრანსგენდერ ქალთა რიცხვი, ვინც აივ-ინფიცირებულია, მსმ ჯგუფის მონაცემებს ემატება.

თავდაპირველად, როდესაც აშშ_ში კლინიკებმა დაიწყეს აივ ინფიცირებული ტრანსგენდერი პაციენტების მიღებაარ ჰქონდათ შესაბამისი გაიდლაინი (სახელმძღვანელო პრინციპები) და არც მკურნალობის სტანდარტები. ექიმებისთვის პრობლემატური იყო ჰორმონალური თერაპიის საკითხი - უსაფრთხო იქნებოდა თუ არა აივ ინფიცირებული ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ჰორმონალური თერაპია და იმოქმედებდა თუ არა ის იმუნურ სისტემაზე. მნიშვნელოვანი საკითხი იყო ასევე სქესის კორექციისათვის ოპერაციის ჩატარება აივ ინფიცირებული პაციენტებისთვის.
დღეისათვის ქირურგების გარკვეული რაოენობა თვლის, რომ აივ ინფიცირებული ადამიანებისათვის ასეთი ოპერაციის ჩატარება არ არის საჭირო. თუმცა არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ქირურგი ვალდებულია გააკეთოს ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუკი ეს სამედიცინოდ აუცილებელია, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს პაციენტის აივ სტატუსიმანამდე კი ქირურგები აივ ინფიცირებულ პაციენტებს უარს ეუბნებოდნენ ოპერაციაზე და ვერ ხვდებოდნენ რომ ტრანსგენდერი ადამიანების უმეტესობისათვის სქესის კორექციის ოპერაცია სამედიცინო საჭიროებას წარმოადგენდა

1992 წლიდან აშშ-ში ამ პრობლემამ სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო და დაიწყო აივის პროფილაქტიკა ტრანსგენდერებში. შუა ოთხმოცდაათიანი წლებიდან კი ნათელი გახდა, რომ ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის საკითხები მხოლოდ აივის პროფილაქტიკის საკითხს არ მოიცავდა და პრობლემები უფრო ფართო ჭრილში უნდა განხილულიყო. მაგალითად, ჩატარდა პირველი საპილოტე კვლევა იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ჰორმონები T-ლიმფოციტების დონეზე.

ამ კვლევამ აჩვენა, რომ ჰორმონალურმა თერაპიამ საწყის ეტაპზე შესაძლოა ხელი შეუწყოს აივის ვირუსების გამრავლებას ორგანიზმში, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენააჰორმონების მიღება ხშირ შემთხვევაში საჭიროც არის, იმისათვის რომ ადამიანმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უკეთ იგრძნოს თავი. თავიდან მართალია მდგომარეობა უარესდება, თუმცა შემდგომში ჯამრთელობის საერთო მდგომარეობა გაცილებით უფრო პროგრესირებადი ხდება.

ტრანსგენდერ ადამიანებში აივ ინფექციის გავრცელებას გარკვეული სპეციფიკური მიზეზები გააჩნია. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი კომერციულ სექს ბიზნესში ჩართულობა და/ან ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარებაა. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მიგრაცია, როელიც უკვე ვითარდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის. აივ/შიდსის საკითხებთან დაკავშირებულ პირველ სამხრეთ კავკასიურ კონფერენციაზე, რომელიც მსმ და ტრანსგენდერ ადამიანებს ეხებოდა, აღინიშნა, რომ ტრანსგენდერი სექს მუშაკები გადაადგილდებიან მეზობელ ქვეყნებში (მაგ: აზერბაიჯანიდან საქართველოში) კომერციული მიზნებისთვის.

ტრანსგენდერ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს ასევე ტრანსფობიური გარემო. ტრანსგენდერი ქალეისათვის არც ისე ძნელია სქესობრივი პარტნიორის ნახვა, რადგანაც ძალიან ბევრი მამაკაცია დაინტერესებული დაკავდეს სექსით მათთან. თუმცა ძნელია იმ პარტნიორის პოვნა, რომელიც ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობით იქნება დაინტერესებული. ის ტრანსფობიური გარემო, რომელიც აყალიბეს ცრურწმენებს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, გავლენას ახდენს პარტნიორ მამაკაცებზეც. ამის გამო კი ისინი ვერ ბედავენ და არც სურთ ტრანსგენდერ ქალთან ჰქონდეთ ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა. ეს ტრანსგენდერ ქალებში იწვევს თვითშეფასების პრობლემებს და საკუთარი თავის მიმართ უჩნდებათ მსგავსი კითხვები: "შესაძლებელია, რომ ვინმეს შევუყვარდე?" ან "მოვუნდები საერთოდ ვინმეს?". საბოლოო ჯამში სექსი მათთვის ხდება იმის მტკიცებულება, რომ ისინი არიან სასურველნი და მომხიბვლელნი. ამ შემთხვევაში, ისინი ძირითადად არც იტყვიან უარს უპრეზერვატივო კონტაქტზე, რაც აივ ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის.

ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ასევე ხელს უწყობს აივ ინფექციის გავრცელებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტრანსგენდერ ადამიანებში, არის ამ ჯგუფის უკიდურესად დაბალი ხილვადობა აივ ინფექციის პრევენციის, მკურნალობისა და მომსახურების სისტემაში. საქართველოში შიდსის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ მათ არასდროს ჰყოლიათ დარეგისტრირებული აივ ინფიცირებული ტრანსგენდერი ადამიანი. თუმცა ცნობილია, რომ ტრანსგენდერი ადამიანები არიან უკიდურესად დაუცველნი აივ ინფექციასთან მიმართებაში. ნათელია რომ ტრანსფობიური გარემო და სტიგმატიზაციის შიში ტრანსგენდერ ადამიანებს სერიოზულ ბარიერებს უქმნის შესაბამისი სერვისების მიღებაში.

საქართველოს აივ/შიდსის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ტრანსგენდერ ადამიანთა ჯგუფი არ ფიგურირებს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რათა დაეხმაროს ტრანსგენდერ ადამიანებს. 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. http://positivelyaware.com/archives/2008/08_04/editors_note.shtml
2. http://parniplus.ru/zhizn-s-vich/health/457-vich-v-soobshestve-transgenderov/
3. http://new.tanadgomaweb.ge/upfiles/dfltcontent/3/127.pdf

სტატია მომზადდა პროექტის "ლბტ ქალთა კლუბის" ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები არ წარმოადგენს "ქალთა ფონდი საქართველოში" ოფიციალურ პოზიციას.

No comments:

Post a Comment