August 29, 2015

ფსიქოთერაპიის საკითხები ტრანსგენდერ ადამიანებთან სამუშაოდ

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში     (DSM 5) ტრანსგენდერობა გენდერულ დისფორიად არის განხილული და დღეისათვის იგი ფსიქიკურ დაავადებად აღარ ითვლება. თუმცა, გენდერული დისფორია სტრესის გარკვეულ დონეს უკავშირდება და სწორედ ამიტომ ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს საკუთარი გენდერული იდენტობის ჩამოყალიბებისა და კონსოლიდაციის პროცესში სჭირდება კვალიფიციური ფსიქოთერაპევტის დახმარება.


ფსიქოთერაპიის მიზანი გენდერულ იდენტობას, ბიოლოგიურ სქესსა და გენდერულ თვითგამოხატვას შორის დაძაბულობის შემსუბუქებაა იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ქმედითუნარიანობის მაჩვენებელი გაიზარდოს. თუმცა, ტრანსგენდერი ადამიანები ფსიქოთერაპევტებს სხვა პრობლებსა და სირთულეებში დახმარებისთვისაც მიმართავენ.

აქ წარმოდგენილია ის ძირითადი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება ფსიქოთერაპევტებს სწორად დაგეგმონ თერაპიის პროცესი და მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგს ტრანსგენდერ ადამიანებთან მუშაობის დროს.



გენდერული იდენტობა

ტრანსგენდერი არის ქოლგა ტერმინი, რომელიც მოიცავს რამდენიმე გენდერულ გამოხატულებას. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემდეგი კატეგორიებით: ტრანსსექსუალი, ქროს-დრესერი, გენდერ-ბენდერი, გენდერ ქვიარი, დრაგქინგი/ქვინი. ტრანსგენდერად ყოფნის მრავალნაირი ფორმა არსებობს.  მაგალითად, ყველა ტრანსგენდერი პიროვნება არაა დაინტერესებული შეიცვალოს საკუთარი გენდერული პრეზენტატიულობა (როგორიცაა ქალი ან კაცი). პირიქითზოგიერთ ტრანსგენდერ ადამიანს სურს, რომ განავრცოს ან უარყოს გენდერის ტრადიციული განმარტებები.


როგორ შეიძლება დაეხმაროს ფსიქოთერაპია ტრანსგენდერ კლიენტს

ტრანსგენდერ კლიენტებს და მათ ოჯახებს სურთ თერაპია მრავალი მიზეზის გამო, რომელიც ყოველთვის არაა დაკავშირებული გენდერთან. აქედან გამომდინარე, ფსიქოთერაპევტები არ ამბობენ, რომ გენდერი არის პრობლემების ცენტრში მოქცეული, თუმცაღა ისინი ხელშემწყობ ფაქტორად იყენებნ იმასრომ იყვნენ სენსიტიურები ტრანსგენდერთა პრობლემების მიმართ, იმისათვის, რომ გაარკვიონ ეს პრობლემები ხომ არ კვეთს მათ სხვა პრობლემებსამის საპირისპიროდ, ბევრ ტრანსგენდერ ადამიანს სურს თერაპია სწორედ გენდერთან დაკავშირებული საკითხების გამო, შესაბამისად მათი თერაპიის მიმართულება განსხვავდება და დამოკიდებულია კლიენტის საჭიროებებზე. მეტწილად, ტრანსგენდერ ადამიანებს და მათ ოჯახებს სურთ მიიღონ ფსიქთერაპევტის სერვისი ისეთ საკითხებში დასახმარებლად, როგორიცაა გენდერთან დაკავშირებული კითხვები, სამედიცინო საკითხები და სირთულეები ურთიერთობებში.


ტრანსგენდერთა პრობლემების ტიპები

კლიენტების პირველი ჯგუფი მოიცავს იმ ტრანსგენდერ ადამიანებსრომელთა თვითიდენტიფიკაცია არ ჯდება გენდერის სოციალურ ნორმებში. როდესაც კლიენტები ეძებენ თერაპიას მათ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებისათვის, ფსიქოთერაპიევტები ირჩევენ მიდგომას, რომლის ცენტრშიც კლიენტია,  რადგან ისინი იაზრებენ, რომ განსხვავებული კლიენტი განსხვავებულად ხედავს პრობლემებს. რადგანაც ტრანსგენდერობის გამოხატულების მრავალი ფორმა არსებობს, როდესაც კლიენტს არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული თუ როგორ სურს საკუთარი გენდერის გამოხატვა, ფსიქოთერაპევტები ეხმარებიან მათ სხვადასხვა შესაძლებლობების აღმოჩენაში. მიზანი არის ის, რომ იპოვონ გამოხატულება იმ გენდერისა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კლიენტს. ამ აღმოჩენის პროცესში ფსიქოთერაპევტი ეხმარება კლიენტს, რომ მან განავითაროს შესაძლებლობები, იმუშაოს საკუთარ თავზე და გააძლიეროს სოციალური კავშირები იმ ადამიანებთან რომელთა გენდერული გამოხატულება არ ჯდება სოციალურ ნორმებში. ამ ტიპის კლიენტებთან თერაპია ასევე მოიცავს გენდერის სოციალური კონსტრუქციისადმი კრიტიკულ მიდგომას და კლიენტს აძლევს ვარიანტებს, რომლებიც სცილდება ქალისა და კაცის ტრადიციულ იდენტობებს.

მიუხედავად იმისა, რომ სრული გენდერული ტრანზიცია ზოგიერთი ტრანსგენდერისათვის საუკეთესო ვარიანტია, თერაპიის პროცესში ხდება გაცნობიერება, რომ არსებობს გენდერული გამოხატულების სხვადასხვა შესაძლებლობებიბევრ ტრანსგენდერ ადამიანს სრული ტრანზიცია თავდაპირველად პრობლემის მარტივ გამოსავლად ესახება,  თუმცაღა სინამდვილეში ტრანზიცია შეიძლება მეტად რთული და ხანდახან არარეალურიც კი იყოს  (ფინანსური პრობლემები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები და ა.შ.). ზოგიერთი კლიენტი თავს უფრო კომფორტულად გრძნობსროდესაც წყვეტს ფოკუსირებას სასურველ გენდერზე ტრანზიციაზე. ამიტომ  კლიენტებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ გადადგან გარკვეული ნაბიჯები საკუთარი გენდერის შეცვლისაკენ  (ისეთი, როგორიცაა სახელის შეცვლა ან ჰორმონალური თერაპია)  მაგრამ უარი თქვან ისეთ ნაბიჯებზე,  როგორიცაა ქირურგიული ოპერაცია.

კლიენტების მეორე ჯგუფი ეძებს ფსიქოთერაპევტს იმ უმთავრესი მიზეზის გამო, როგორიცაა სამედიცინო საკიხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღება. ამ კლიენტებს აქვთ ნათელი ხედვა გენდერული ტრანზიციისა და თერაპიის პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ დაეხმაროს მათ ამ მიზნის მიღწევაში. ფსიქოთერაპევტები მუშაობენ იმაზერომ განსაზღვრონ კლიენტის ემოციური სტაბილურობა და სოციალური მხარდაჭერის დონერათა ის გაუმკლავდეს ტრანზიციის გამოწვევებსტრანსგენდერ ადამიანებში გამოხატულია სტრესის მაღალი დონერადგანაც ისინი ვერ ჯდებიან საზოგადოების მიერ დადგენილ გენდერულ ჩაროებშიამის მიზეზი ისაარომ საზოგადოებას ჯიუტად არ სურს შეცვალოს გენდერის კონცეპტი. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ჩვეულებრივი რამაა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თერაპევტები ეხმარებიან მათ, რათა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ტრანზიციასთან დაკავშირებით. ტრანზიციის დროს კლიენტების დახმარება ხშირად ამცირებს გენდერთან დაკავშირებულ სტრესს,  ასევე ამცირებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს.

კლიენტების მესამე ჯგუფი მიმართავს ფსიქოთერაპევტს ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით.  ამ შემთხვევაში, ტრანსგენდერი ადამიანის ოჯახი ან პარტნიორი ჩართულია თერაპიაში, რათა თერაპევტმა სიღრმისეულად გაიგოს  და გაიაზროს ტრანსგენდერი ადამიანის იდენტობა ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების ნაწილი ინტენსიურად არ რეაგირებენ საკუთარი შვილების გენდერულ იდენტობაზე, მშობლების მეორე ნაწილი ხსნის ამას როგორც ღრმა, პირად კრიზისს, რომელიც ხასიათდება ძლიერი ემოციებით, როგორებიცაა შოკი, დაბნეულობა, განადგურება, შიში და მწუხარება. ტრანსენდერი ადამიანების პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ იგივე პასუხები, თუ მათ არ იციან ტრანსგენდერული იდენტობის შესახებ. თუმცა, ბევრი პარტნიორი არის მხარდამჭერი და წყვილს შეუძლია მიიღოს თერაპევტის დახმარება, რათა ერთად გაუმკლავდნენ ტრანზიციის შედეგებს.


ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერის გზები

იმის გამო, რომ ტრანზიციის პროცესი საკმაოდ რთულია და გავლენას ახდენს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე, ტრანსგენდერი კლიენტები საჭიროებენ სოციალურ მხარდაჭერას. ეს დახმარება შეიძლება მოდიოდეს როგორც ოჯახის შიგნიდან, ასევე გარედან. ფსიქოთერაპევტები იძიებენ ქამინგ აუთის პროცესს და შეისწავლიან შემდგომი მოვლენების რისკებს და დინამიკას. როდესაც ოჯახში ვერ პოულობენ სათანადო მხარდაჭერას, თერაპევტი  კლიენტს ალტერნატიული დახმარების სისტემების მოძიებაში ეხმარება. ესეთებია: თერაპიის გაგრძელება, სხვა ტრანსგენდერ ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობი და ინტერნეტი.

როდესაც კლიენტი დგამს ნაბიჯებს გენდერული ტრანზიციისკენ, ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, აშკარა ხდება უფრო მეტი ადამიანისათვის. ამას კი ხშირად მოჰყვება სტრესი და გაუგებრობა.  მაგალითად, კლიენტები ხშირად ხვდებიან ისეთ  გაურკვევლობებს სამუშაო ადგილებში, როგორიცაა კონფლიქტი, თუ რომელ საპირფარეშოში უნდა შევიდეს ის, ქალებისა თუ მამაკაცებისაში. აქედან გამომდინარე, ფსიქოთერაპევტის როლი შეიძლება მოიცავდეს ადვოკატირებას, განათლებას და  კონსულტაციას დამსაქმებელთან, თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან, ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და მეგობრებთან.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები არატოლერანტულები არიან და ვერ იღებენ კლიენტის ტრანსგენდერულ იდენტობას, თერაპიული შეხვედრები უნდა ჩატარდეს ოჯახის წევრების გარეშე. თერაპევტს შეუძლია ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებით და დაეხმაროს მათ, გაიგონ ტრანსგენდერი ადამიანის ემოციური მდგომარეობა.


გამოყენებული ლიტერატურა:
1. http://www.aamft.org/imis15/AAMFT/Content/Consumer_Updates/Gender_Identity.aspx
2. "შესავალი ლგბტ მედიცინაში", თბილისი 2013, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" 


სტატია მომზადდა პროექტის "ლბტ ქალთა კლუბის" ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში”
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები არ წარმოადგენს "ქალთა ფონდი საქართველოში" ოფიციალურ პოზიციას.

No comments:

Post a Comment