ეს არის ძალიან
რთული კითხვა, რომელსაც არ აქვს მარტივი პასუხი, მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი, რაც
აჩენს სირთულეებს და ხელს უშლის გეებს შეინარჩუნონ გრძელვადიანი ურთიერთობა.
გეები ხშირად იტანჯებიან იმით, რომ ვერ პოულობენ ისეთ
პარტნიორს, ვინც გრძელვადიანი ურთიერთობით არის დაინტერესებული. ამ პრობლემას რათქმაუნდა
სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ არსებობს ერთი საერთო რამ - გეები არიან დაჩაგრულები.
ისინი იჩაგრებიან დაბადებიდანვე, როდესაც იზრდებიან ჰეტერონორმატიულ გარემოში და ეს
ქმნის სირთულეებს ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. სოციუმში საკუთარი სექსუალური
ორიენტაციის მუდმივი მალვის და საკუთარი რეალური სახის ნიღბით დაფარვის და სხვად წარმოჩენის
პირობა გავლენას ახდენს საზოგადოების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე. ეს კი თავისთავად
მოქმედებს ღიაობის და გულახდილობის უნარის განვითარებაზე და ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ
ფაქტორად ითვლება ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში.
გეებს, ჰეტეროსექსუალთაგან განსხვავებით, არ აქვთ შაბლონები,
როლური მოდელები ან სოციალიზაციის პროცესის სქემა, რომ განავითარონ ინტიმური ჰომოსექსუალური
ურთიერთობები, რაც ქმნის სირთულეებს. ამის გამო მათ არ აქვთ ის უნარები, რაც საჭიროა
ურთიერთობის გაძლიერებისა და განვითარებისთვის.
გეების გარკვეული ნაწილი „ერთჯერად“ ურთიერთობას ანიჭებს
უპირატესობას. ასეთი ტიპის ურთიერთობის აწყობაც და დანგრევაც მარტივია. ის არ საჭიროებს
საკუთარი თავის „ინვესტირებას“ და თუ ერთი პარტნიორი ვერ აკმაყოფილებს მეორეს მოთხოვნებს,
ბევრად უფრო მარტივია განშორება. ეს არის მოქნილი სისტემა, რაც ხელს უწყობს გეებს ახალი
პარტნიორის ძიებაში.
ამრიგად, ისინი აღარ ფიქრობენ ურთიერთობის განვითარებაზე,
რადგან წინასწარ იციან, რომ წინ ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა შეხვდებათ.
ბევრად უფრო მარტივია ახალი ურთიერთობის დაწყება, რაც მათ აკარგვინებს შანსს, რომ განიცადონ
ის სიამოვნება, რასაც ურთიერთობის განვითარებით მიიღებდნენ.
ბევრ გეის აქვს მაქსიმალისტური ხასიათი, რაც ნიშნავს
იმას, რომ ისინი ცდილობენ იყვნენ სრულყოფილნი ცხოვრების მაქსიამლურად მეტ ასპექტში.
მათ სურთ საუკეთესო სამსახური, ბევრი ფული, დახვეწილი ტანი და შეუდარებელი იმიჯი. თუკი
რამე არ არის სრულყოფილი, ეს ურთიერთობაა.
თანდათან უფრო იზრდება გეი გაცნობის საიტების და მობილური
აპლიკაციების პოპულარობა, რომლებიც ბევრია მსოფლიოში. მარტივია ფოტოს განთავსება
Grindr_ზე, Scruff_ზე ან სხვა გაცნობის აპლიკაციაში. ადამიანები დაინტერესებულნი არიან
მხოლოდ სხვა ადამიანის სრულყოფილი სხეულით და არ ინტერესდებიან ურთიერთობის განვითარებით.
ეს კი ახალისებს „ერთჯერადი“ ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
გაცნობის საიტები და მობილური აპლიკაციები ტკბილეულის მაღაზიას ჰგავს, სადაც ერთი თითის
დაჭერით, მარტივად არის შესაძლებელი შესთავაზო სხვა ადამიანს სექსი. შესაბამისად ბევრი
გეი არ არის დაინტერესებული ურთიერთობის განვითარებით და ეძებს მხოლოდ გართობას.
ინტერნალიზებული ჰომოფობია არის ძალიან დიდი პრობლემა
გეებში. ეს გეი გაცნობის საიტებსა და მობილურ აპლიკაციებშიც კარგად ჩანს. გეების გარკვეული
ნაწილი ეძებს მასკულინურ და არა ფემინურ პარტნიორს. ეს კი ჰეტეროპარიარქატული კულტურის
გამოძახილია.
რაც შეეხება წყვილებს, აქ მთავარი პრობლემა ღია ურთიერთობასა
და მონოგამიას შორის არჩევანია. ბევრი წყვილი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღია ურთიერთობების
საზღვრებზე.
ბევრი წყვილი თანხმდება ღია ურთიერთობაზე და ამის გამართლებას
შემდეგი მიზეზით ხსნის: „ჩვენი სექსუალური ცხოვრება მოსაწყენი გახდა. ის არ არის ისეთი
ვნებიანი და მღელვარე, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ, დასაშვებია სექსი სხვა ადამიანებთანაც“.
ამან კი შესაძლოა შექმნას ნდობის ძალიან დიდი პრობლემა და გამძაფრდეს ეჭვიანობა. საბოლოოდ
კი საფრთხე ექმნება ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.
თუმცა არსებობენ ძალიან ბევრი წარმატებული გეი წყვილები,
რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილება. მაგრამ, ისინი უმეტესად არ არიან
თვალსაჩინოები სხვა ადამიანებისთვის. ამ წარმატების რამდენიმე ინგრედიენტი არსებობს.
რათქმაუნდა, მათ კარგად აქვთ განვითარებული კომუნიკაციის უნარი. როდესაც მათ აქვთ აზრთა
სხვადასხვაობა, განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნილებები, ისინი იწყებენ დისკუსიას
ამ საკითხების შესახებ. მათ არ ეშინიათ კონფლიქტების. ისინი კონფლიქტს ხედავენ არა
როგორც რაღაცისგან თავის არიდების საშუალებას, არამედ როგორც განვითარების და პრობლემათა
მოგვარების შესაძლებლობას, რასაც საბოლოო ჯამში ისინი უფრო მეტად დაახლოებისკენ მიჰყავს.
კონფლიქტურ სიტუაციებში ისინი მიდიან საერთო დასკვნამდე, ან თანხმდებიან, რომ არსებობს
განსხვავებული შეხედულებები და ამას პატივი უნდა სცენ. ასე რომ, კონფლიქტი ზრდის შესაძლებლობაა
მათთვის და არა დაშორების პერსპექტივა.
ბევრს კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის ეშინია და ამბობს:
„ჩვენ ერთმანეთს აშკარად არ შევეფერებით“ და ეს არის ურთიერთობის დასრულების ნიშანი
მათთვის. სინამდვილეში კი კონფლიქტი არის ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობა აქტულურია და
საჭიროა ამ შემთხვევაში პროდუქტიული მოქმედება. უნდა შედგეს ჯანსაღი კომუნიკაცია წყვილს
შორის და გაცნობიერდეს კონფლიქტის დადებითი მხარე - მას შეუძლია ურთიერთობა უფრო განავითაროს
და არა პირიქით.
კონფლიქტი მართლაც მნიშვნელოვანია. იგი ურთიერთობის
განვითარების ჯანსაღი პროცესია, რითაც შესაძლებელია აზრების და დამოკიდებულებების შეცვლა.
ჯანსღი ურთიერთობის შემთხვევაში გეი წყვილი ნაყოფიერად
ატარებს დროს ერთად. შესაძლოა არსებობდეს თავისუფალი დროის პრობლემა, მაგრამ ისინი
მაინც ცდილობენ გამონახონ გარკვეული დრო, რომ ერთად იყვნენ. ეს შეიძლება იყოს დასვენების
დღეები და გამოიხატებოდეს უბრალოდ პარკში სეირნობით, მაგრამ ამის მიუხედავად მათ იციან
რომ ერთად არიან და ამით არიან ბედნიერები.
ისინი იმით არიან ბედნიერები, რომ აქვთ ურთიერთობა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც ბევრი წყვილი ეჯახება პარალელური ურთიერთობების
პრობლემას. ეს იგივეა, რომ ორი ადამიანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდეს, მაგრამ ჰქონდეს სხვადასხვა
ცხოვრება.
წყვილი ერთად უნდა ავითარებდეს ურთიერთობას და ფოკუსირებული
იყოს ამაზე, ვიდრე უბრალოდ სატელეფონო კონტაქტით შემოიფარგლებოდეს.
წარმატებული ურთიერთობის დროს წყვილი საკმარის დროს
გამოყოფს სიახლოვისთვის. ემოციური და სექსუალური ინტიმურობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი
და სასიამოვნოა, ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები.
ბევრი გეი იყენებს ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ
ნივთიერებებს იმისთვის, რომ ჰქონდეთ სექსი და უფრო მეტად გაიხსნას, რომ დაამყაროს კონტაქტი. თუმცა, ფხიზელ მდგომარეობაში სექსი ბევრად
უფრო სასიამოვნოა.
ზოგჯერ საჭიროა დროის სტრუქტურირება და სექსისთვის გარკვეული
საკმარისი დროის დათმობა. სასურველია კვირაში თუნდაც 30 წუთი გამოინახოს ამისათვის,
რაც ძალიან კარგი ინტიმური გამოცდილება იქნება.
ზოგიერთი შეიძლება სექსისთვის დროის სტრუქტურირების
წინააღმდეგი იყოს და მიიჩნევდეს, რომ ეს სპონტანურად უნდა მოხდეს, თუმცა სექსი ყოველთვის
სპონტანური ვერ იქნება.
გეების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ განსხვავებული და ამაღელვებელი
სექსი მხოლოდ სხვა ადამიანთან შეიძლება ჰქონდეს. წყვილებმა, რომლებსაც ღია ურთიერთობა
აქვთ, უნდა დაუსვან თავიანთ თავებს კითხვა - „რას ვიღებ ისეთს სხვისგან, რასაც ვერ
ვიღებ ჩემი ურთიერთობიდან?“ საბოლოოდ კი შეეცადონ განაახლონ ურთიერთობა და მასში შეიტანონ
ის ელემენტები, რასაც მათი აზრით ვერ იღებენ ამ ურთიერთობიდან.
გრძელვადიანი ურთიერთობის დროს
ინტიმურობამ უნდა განიცადოს პროგრესი, რომ ურთიერთობა არ შეწყდეს.
როდესაც წყვილი ერთად მიდის სადმე გასართობად, არ უნდა
ისაუბრონ პრობლემებზე და ეცადონ მაქსიმალურად ისიამოვნონ. პრობლემებზე საუბრისას შესაბამისი
დრო უნდა გამოინახოს, რაც საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს.
ჯანსაღი ურთიერთობის დროს წყვილმა კარგად უნდა გააცნობიეროს
რატომ არიან ერთად, რატომ აირჩიეს ერთმანეთი, რა თვისებების გამო უყვართ ერთმანეთი
და ა.შ.
ინტერვიუ ჩიკაგოელ თერაპევტთან - ბრაიან რეპზინსკისთან, რომელიც ცნობილია, როგორც გეი წყვილთა ქოუჩერი.
წყარო: http://sydneygaycounselling.com/2014/02/problems-long-term-intimate-relationships/
No comments:
Post a Comment