ამ პოსტში განხილულია ზოგადი რეკომენდაციები იმ ადამიანებისთვის, რომელთა ბიოლოგიური სქესი არის მდედრობითი, მაგრამ თავს განსაზღვრავენ და აღიქვამენ, როგორც მამაკაცს. არ არის აუცილებელი ფიზიკური ტრანზიცია (გადასვლა) ქალიდან კაცზე მთლიანად შეასრულო. შეგიძლია შეჩერდე იმ ეტაპზე, რომელზედაც უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს. შენ ყოველთვის შეგიძლია დაიწყო ტრანზიციის პროცესი და ყოველ შემდგომ ეტაპზე თანდათან გადახვიდე. მაგრამ გახსოვდეს, რომ გარკვეულ საფეხურებზე ყოფნის დროს უკან დაბრუნება აღარ შეგიძლია.
March 22, 2015
March 17, 2015
ტრანსგენდერ ქალთა ტრანზიციის პროცესი (კაციდან ქალზე)
ტრანსგენდერ ქალთა აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი "კაციდან ქალზე" (MTF). მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ტრანსგენდერი ან გენდერქვიარი, ფიზიკური ტრანზაცია (გადასვლა) არ ნიშნავს ერთ მომენტს. იგი ხანგრძლივი პროცესია.
ტრანსგენდერი ქალი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან თუნდაც ასექსუალი. მას აცვია ის ტანსაცმელი, რაც თავად უნდა - შეიძლება ჩაიცვას ფემინურად, მასკულინურად ან საერთოდ საკუთარ გარეგნულ იმიჯს გამოხატავდეს როგორც ანდროგინი. არ არსებობს "სწორი" ან "არასწორი" გზა ფიზიკური ტრანზაციის (გადასვლის). ტრანსგენდერმა ქალებმა შესაძლოა საკუთარი ტრანზაციის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანონ ან საერთოდაც არ დაიწყონ.
ტრანსგენდერი ქალი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან თუნდაც ასექსუალი. მას აცვია ის ტანსაცმელი, რაც თავად უნდა - შეიძლება ჩაიცვას ფემინურად, მასკულინურად ან საერთოდ საკუთარ გარეგნულ იმიჯს გამოხატავდეს როგორც ანდროგინი. არ არსებობს "სწორი" ან "არასწორი" გზა ფიზიკური ტრანზაციის (გადასვლის). ტრანსგენდერმა ქალებმა შესაძლოა საკუთარი ტრანზაციის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანონ ან საერთოდაც არ დაიწყონ.
March 12, 2015
რჩევები გეი წყვილებისთვის: რატომ იქმნება პრობლემები გრძელვადიანი ინტიმური ურთიერთობის ფორმირებისას?
ეს არის ძალიან
რთული კითხვა, რომელსაც არ აქვს მარტივი პასუხი, მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი, რაც
აჩენს სირთულეებს და ხელს უშლის გეებს შეინარჩუნონ გრძელვადიანი ურთიერთობა.
გეები ხშირად იტანჯებიან იმით, რომ ვერ პოულობენ ისეთ
პარტნიორს, ვინც გრძელვადიანი ურთიერთობით არის დაინტერესებული. ამ პრობლემას რათქმაუნდა
სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ არსებობს ერთი საერთო რამ - გეები არიან დაჩაგრულები.
ისინი იჩაგრებიან დაბადებიდანვე, როდესაც იზრდებიან ჰეტერონორმატიულ გარემოში და ეს
ქმნის სირთულეებს ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. სოციუმში საკუთარი სექსუალური
ორიენტაციის მუდმივი მალვის და საკუთარი რეალური სახის ნიღბით დაფარვის და სხვად წარმოჩენის
პირობა გავლენას ახდენს საზოგადოების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე. ეს კი თავისთავად
მოქმედებს ღიაობის და გულახდილობის უნარის განვითარებაზე და ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ
ფაქტორად ითვლება ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში.
January 29, 2015
ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა ჯანმრთელობის საკითხები
ყველა ქალის წინაშე არსებობს გარკვეული რისკი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, ქალებს ვისაც სექსი აქვთ ქალებთან, სხვადასხვა დაავადებებთან მიმართებაში მაღალი რისკის მქონე ჯგუფს მიეკუთვნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ინდივიდუალურ რისკებს განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორი (მაგალითად, სექსუალური ორიენტაცია და სექსუალური პრაქტიკა, ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორია, ასაკი და სხვ.), აუცილებელია იცოდეთ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთათვის საერთო საკითხები რისკებთან მიმართებაში, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ინდივიდუალურ რისკებს განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორი (მაგალითად, სექსუალური ორიენტაცია და სექსუალური პრაქტიკა, ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორია, ასაკი და სხვ.), აუცილებელია იცოდეთ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთათვის საერთო საკითხები რისკებთან მიმართებაში, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა.
January 15, 2015
ფსიქოთერაპიის საკითხები გეი და ლესბოსელ წყვილებთან სამუშაოდ
January 5, 2015
გეი/ლესბოსელ წყვილთა საკითხები (სერვისის მიმწოდებელი სპეციალიტებისთვის)
ეს იყო წარსულში, როდესაც მან დაასრულა საუბარი საულთან და ჯონათანის სული
შეერწყა დავითის სულს და ჯონათანს შეუყვარდა იგი, ვითარცა თავისი სული.
და საულმა დღესა ამასა აღარ დაუტევა ის მამისა სახლსა. მაშინ ჯონათან და დავით შეთანხმდნენ, რადგანაც მათ უყვარდათ ერთმანეთი, ვითარცა საკუთარი სული.
და ჯონათანმა მოიხსნა კვართი, რომლითაც ის იყო შემოსილი და გადასცა დავითს, ვითარცა სამოსელი მისი, და ხმალი მისი, და მშვილდი მისი, და სარტყელი მისი...
-1 სამუელი 18: 1-4
აღწერის მიხედვით, 2000 წლამდე იმ 11 მილიონ წყვილში,
რომლებიც ერთად ცხოვრობენ, 1 მილიონი გეი და ლესბოსელი წყვილია. კვლევები აჩვენებს,
რომ ნებისმიერ დროს გეების 40-60% და ლესბოსლების 45-80% ურთიერთობაშია. ეს ციფრები
არ მოიცავს იმ წყვილებს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ. ამიტომ გეი და ლესბოსელი წყვილების
რაოდენობა სავარაუდოდ გაცილებით უფრო მეტია.
December 30, 2014
გეი წყვილების ურთიერთობის ფსიქოლოგია
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გეი ურთიერთობები წარმოაჩინონ დისფუნქციურად. თუმცა არიან სხვები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ. მაგალითად ცნობილი ფსიქოლოგი და ურთიერთობების ექსპერტი - ჯონ გოტმენი და ჯულიენი, რომელთა შეხედულებებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. გეი და ლესბოსელ წყვილებს აქვთ იგივე სახის რომანტიული და ინტიმური კავშირი და იგივენაირად უფრთხილდებიან ურთიერთობას, როგორც ჰეტეროსექსუალი წყვილები.
ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი "გეი ურთიერთობების განვითარების მოდელი" ეკუთვნის მაკ’უირტერს და მეტისონს (1984). შესაძლოა ეს მოდელი ძველია, თუმცა მკაფიოდ გამოხატავს შესასწავლ საკითხს და ეყრდნობა 150 გეი წყვილის ინტერვიუს.
ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი "გეი ურთიერთობების განვითარების მოდელი" ეკუთვნის მაკ’უირტერს და მეტისონს (1984). შესაძლოა ეს მოდელი ძველია, თუმცა მკაფიოდ გამოხატავს შესასწავლ საკითხს და ეყრდნობა 150 გეი წყვილის ინტერვიუს.
May 8, 2013
სტუდენტებში ლგბტ თემი ყველაზე მეტად სენსიტიური უმცირესობათა ჯგუფია
გთავაზობთ კვლევის ანგარიშს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოამზადეს.
უმცირესობათა ჯგუფების
მიმართ სენსიტიურობის კვლევა სტუდენტებში
შესავალი
უმცირესობათა ჯგუფები ერთ–ერთი ყველაზე მეტად სენსიტიური
საკითხია თანამედროვე მსოფლიო მოსახლეობისთვის. საქართველოში კი ეს პრობლემა განსაკუთრებით
აქტუალურია, რადგანაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ
მრავალფეროვანია და მოიცავს
სხვადასხვა უმცირესობათა სოციალურ ჯგუფებს. უმცირესობათა ჯგუფების კვლევა კი აუცილებელია,
რათა მოხდეს მათი პრობლემების იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით მუშაობა. უმცირესობათა ჯგუფების შესწავლა და მათი პრობლემების
შემცირება დემოკრატიის განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.
რაც შეეხება სტუდენტთა დამოკიდებულებების და სტუდენტთა
აზრის შესწავლას უმცირესობათა ჯგუფების მიმართ, ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი
საკითხია, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით შეინიშნება
სტუდენტების აქტიური ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღევანდელ სიტუაციაში სტუდენტები უფრო იმანენტურ
Subscribe to:
Posts (Atom)





