მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ჰომოსექსუალ ადამიანთა მიმართ უმჯობესდება, ჰომოფობიური წინასწარგანწყობა ნაკლებ თვალსაჩინო ფორმებში აგრძელებს არსებობას და სიძულვილის გამოხატვის ტენდენცია კვლავაც აქტუალურია. უფრო რომ დავაზუსტოთ, უკანასკნელ წლებში, ზოგიერთი ჰომოფობი საკუთარ წინასწარგანწყობას უფრო ინტენსიურად გამოხატავს, რაც შესაძლოა რეაქციაც კი იყოს აშკარა წინსვლაზე. მაგალითად, თბილისში 2013 წლის 17 მაისის აქციას მოჰყვა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებათა ზრდა. ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები საქართველოში არ არსებობს, თუმცა ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ დისკრიმინაციისა და სიძულვილის გამოხატვა ჰომოსექსუალ ადამიანთა მიმართ აქტუალური პრობლემაა. ამას ფონად დაერთო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება: პარლამენტმა მიიღო "სქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რასაც რელიგიურ ლიდერთა და პოლიტიკოსთა მხრიდან აშკარა ჰომოფობიური კომენტარები მოჰყვა.
ჰომოფობია ჰომოსექსუალთა ნეგატიურად შეფასების, მათ მიმართ უსიამოვნების განცდის და სამტროდ მოქმედების ტენდენციათა მყარი სისტემაა და ეფუძნება მცდარი ან არასრულყოფილი ინფორმაციიდან აღმოცენებულ განზოგადებებს. შესაბამისად, მას კოგნიტური, აფექტური და ქცევითი კომპონენტები ახლავს. სამივე მათგანი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი ნეგატიური წინასწარგანწყობაა ჰომოსექსუალ ადამიანთა მიმართ.
ჰომოფობია არა მხოლოდ ქცევაზე, არამედ აღქმასა და დამოკიდებულებაზეც ახდენს გავლენას. შესაბამისად, იგი ადამიანის მენტალურ მდგომარეობას გულისხმობს. ადამიანთა დარწმუნება, ანუ მათი ჰომოფობიური დამოკიდებულების შეცვლა, დემოკრატიურლი საზოგადოების მთავარი პრინციპია.
ჰომოფობია ორი ელემენტის მიხედვით შეიძლება დახასიათდეს: წინასწარგანწყობის ობიექტი და ამ ობიექტის შეფასება.
ჰომოფობიის ობიექტი, რომლისკენაც შეფასებაა მიმართული, შეიძლება ერთი კონკრეტული ინდივიდი ან ჰომოსექსუალთა ჯგუფი იყოს.
ობიექტის შეფასება, ჰომოფობიის კონტექსტში, უარყოფითია. შემფასებელს კი აქვს ტენდენცია, რომ იფიქროს და მოიქცეს ამ ობიექტისადმი უარყოფითი მანერით. ობიექტის შეფასებას ენიჭება უმნიშვნელოვანესი როლი წინასწარგანწყობის ჩამოყალიბებასა და დაძლევაში. ადამიანს მანამ არ აქვს ობიექტისადმი წინასწარგანწყობა, სანამ იგი მას არ შეაფასებს. მსგავსი მექანიზმი მოქმედებს ჰომოფობიური დამოკიდებულების დაძლევაშიც, როდესაც ხდება ობიექტის გადააფასება. შესაბამისად, ჰომოფობიური დამოკიდებულების ფორმირებისათვის განწყობის ობიექტისადმი უარყოფითი გამოცდილებაა საჭირო. უარყოფითი გამოცდილების დაგროვება კი მასმედიისა და გავლენის მომხდენი სხვა საშუალებებით ხდება. მაგ: ოჯახში მოსმენილი ნეგატიური დამოკიდებულებები ჰომოსექსუალთა მიმართ ან პოლიტიკოსის ჰომოფობიური დამოკიდებულებების ტირაჟირება სატელევიზიო არხის მიერ.
ჰომოფობიური წინასწარგანწყობა ჰომოსექსუალებისადმი ჩამოყალიბებული დამოკიდებულებაა, რომელიც რეაქციებს განსაზღვრავს. მას ორი თვისება ახასიათებს: ვალენტობა და სირთულე. ვალენტობა ჰომოფობიური წინასწარგანწყობის კოგნიტური, აფექტური და ქცევითი კომპონენტების გარკვეულ ხარისხს აღნიშნავს. მასში ამ კომპონენტების ნეგატიურობის გარკვეული დონე (ნაკლებად ნეგატიურიდან დაწყებული, უკიდურესად ნეგატიურით დამთავრებული) იგულისხმება. ხოლო სირთულე კი მისი ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მრავალმხრივობას გამოხატავს.
ჰომოფობიური წინასწარგანწყობის კოგნიტური კომპონენტი შემფასებლის მიერ ობიექტსა და მის თვისებებს შორის დამყარებული კავშირია, რომელიც სტერეოტიპებისა და გარკვეული რწმენების (ობიექტის შესახებ ინფორმაციის) შედეგად აიგება. იგი შეფასებითი ხასიათისაა და არასასურველობის თვისების მიწერას გულისხმობს. ჰომოფობიური დამოკიდებულების წინასწარმეტყველებაში რწმენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას "მოლოდინი-ღირებულება" მოდელი ანიჭებს. ამ მოდელის მიხედვით, წინასწარგანწყობა რწმენების ფუნქციაა, ხოლო რწმენები ობიექტთან დაკავშირებული თვისებების მოსალოდნელი ღირებულებების ჯამს წარმოადგენს.
ჰომოფობიის აფექტური (გრძნობითი) კომპონენტი ერთი კონკრეტული ჰომოსექსუალის ან ჰომოსექსუალთა ჯგუფის მიმართ ანტიპათიით ან აქტიური მტრობით შემოიფარგლება. იგი შეიცავს ობიექტთან დაკავშირებულ გრძნობებს: უსიამოვნებას, ანტიპათიას, სიძულვილს და ა.შ. ჰომოფობიური წინასწარგანწყობის მოტივაციურ ძალას სწორედ აფექტური კომპონენტი განსაზღვრავს.
რაც შეეხება ჰომოფობიის ქცევით კომპონენტს, იგი ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის პრედისპოზიციით გამოიხატება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი მოქმედების ტენდენციაა, რომელიც ჰომოფობიის ობიექტთან დაკავშირებულ ქცევით მზაობას გამოხატავს - ზიანი მიაყენოს, დასაჯოს თუ გაანადგუროს ინდივიდი ან ჯგუფი. აღსანიშნავია, რომ მოქმედების ტენდენცია ქცევისადმი მზაობას მოიცავს და ხშირ შემთხვევაში არ ფარავს უშუალოდ განხორციელებულ ქცევას, რადგანაც სოციალურ ქცევას წინასწარგანწყობის გარდა სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს. შესაბამისად ზუსტად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ ქცევის განხორციელებას, თუმცა თუ ვიცით რომ ინდივიდი ჰომოფობიური წინასწარგანწყობით ხასიათდება, ეს კარგი პრედიქტორია ადამიანის ქცევის გაგებისათვის.
როდესაც ჰომოფობიურ დამოკიდებულებასა და ქცევას შორის კავშირი არ ფიქსირდება, მხედველობაში უნდა მივიღოთ ჰომოფობიის სამკომპონენტიანი სტრუქტურა და კომპონენტებს შორის კონსისტენტობა. ცხადია, კომპონენტებს შორის კონსისტენტობა ყოველთვის არ მიიღწევა.
ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ქცევის სიტუაციური შემკავებლები, რომლებიც ხელს უშლიან ინდივიდებს ჰომოფობიური დამოკიდებულების უშუალო განხორციელებაში. მაგ: კანონმდებლობა და კულტურული შემკავებლები. განსხვავებულ კულტურულ გარემოში ინდივიდი შეიძლება მოიქცეს არა ისე, როგორც ამას საკუთარი წინასწარგანწყობები კარნახობს, არამედ დაემორჩილოს სოციალურ გავლენას.
ჰომოფობიური წინასწარგანწყობა ჰომოფობიურ საზოგადოებაში არსებობის პირობებში ინდივიდისათვის ინსტრუმენტულ ფუნქციას ასრულებს. ინდივიდი მოტივირებულია მიიღოს გარემოდან ჯილდო და თავიდან აირიდოს დასჯა. შესაბამისად, ჰომოფობიურ საზოგადოებაში ინდივიდის ჰომოფობიური დამოკიდებულება ჯილდოსთან, ხოლო მისი არარსებობა დასჯასთან ასოცირდება. ინდივიდის ვარაუდით, თუ ის გააგრძელებს ჰომოფობიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მას საზოგადოებისგან წახალისება მოელის. უარყოფის შემთხვევაში კი მიიღებს დასჯას.
ჰომოფობიური წინასწარგანწყობა მე-ს დაცვით მექანიზმადაც შეგვიძლია აღვიქვათ. მას ადამიანები საკუთარი თვითშეფასების გასამყარებლად და კრიტიკისაგან თავის დასაცავად იყენებენ. მაგ: ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს ჰომოფობიური დამოკიდებულება, რათა ის თავად არ აღიქვან ჰომოსექსუალად. რადგან ჰომოფობიური კონტექსტი ჰომოსექსუალი ადამიანების დემონიზებას ახდენს, შესაბამისად ინდივიდს არ სურს თავადაც ამ ჯგუფს მიაკუთვნონ.
ინდივიდისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჰომოფობიური დამოკიდებულების გამოხატვის ფუნქცია. მისი საშუალებით ინდივიდის "მე"-ს ღირებულებების ფორმირება ხდება და შესაბამისობაში მოდის დასაშვებ და წახალისებულ ჰომოფობიურ გარემოსთან.
ჰომოფობიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯგუფის გავლენაც. ყველა ჯგუფს თავისი სოციალური ნორმები აქვს. ისინი წარმოადგენენ ჯგუფის წევრების მიერ ჩამოყალიბებულ მოლოდინებს, რომლებიც განსაზღვრავენ შესატყვის ქცევებს. შეხედულებებს, განწყობებს და ა.შ. ჯგუფი ძლიერ ზეწოლას ახდენს წევრებზე, რათა დაექვემდებარონ მიღებულ ნორმებს და არ დაუშვან გადახრა. ამისათვის ის მიმართავს იძულებას და გარკვეულ სანქციებს. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფი ინდივიდს უქმნის ჰომოფობიურ განწყობას და უნსაზღვრავს შესაფერის ქცევას. ამ განწყობის და ქცევის არგაზიარების შემთხვევაში კი ემუქრება სანქციით - ჯგუფიდან გარიყვით. თუმცა, სანქციის გამოყენების ხარისხი და ჯგუფის ზეწოლის ძალა ჯგუფის შეჭიდულობის ხარისხითაა შეზღუდული. თუ ჯგუფის შეჭიდულობის ხარისხი მაღალია, ახასიათებს რადიკალური ჰომოფობიური მოსაზრებები და ინდივიდის კონფორმულობის დონეც მაღალია, მაშინ ამ ჯგუფის ნორმები ინტერნალიზდება და ინდივიდი სავარაუდოდ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს ქცევაში გამოხატავს.
ჰომოფობიური დამოკიდებულება არის ზოგადი ფაქტორის ნაწილი და არა იზოლირებული წინასწარგანწყობა მხოლოდ ჰომოსექსუალთა მიმართ. ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰომოსექსუალთა მიმართ უარყოფითი განწყობები ახასიათებთ, მოსალოდნელია, რომ ასეთივე განწყობები ექნებათ სხვა უმცირესობის წარმომადგენლების მიმართაც.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დეტერმინანტებისა ჰომოფობიურ წინასწარგანწყობას სხვა ძირითადი მიზეზებიც აქვს:
1. პოლიტიკური შეჯიბრი
2. ჩანაცვლებული აგრესია
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბალაშვილი, მ. (2010) სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბილისი: მწიგნობარი.
2. არონსონი, ე. (2014) წინასწარგანწყობა. ჯავახიშვილი, ნ. (რედ.). სოციალური ცხოველი (287-346 გვ.). თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

თანამედროვე სამყაროში ადამიანთა უმეტესობა ხვდება, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულებები მოსაწონი არ არის. ამიტომ ცდილობენ, რომ არ თქვან რაიმე ისეთი, რაც მათ ჰომოფობიურ წინასწარგანწყობას დაადასტურებს. მაგრამ ძალისხმევა, რომელსაც ისინი ნამდვილი გრძნობების დასათრგუნად იყენებენ, შესაძლოა, მენტალურად არცთუ იოლი ასატანი იყოს. ამდენად, როცა ინდივიდის კოგნიტური რესურსები იფიტება – როცა დაღლილია, გაბრაზებულია, სტრესის ქვეშ იმყოფება,
ყურადღება მოდუნებული აქვს ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა – ჰომოფობიურმა წინასწარგანწყობამ შეიძლება თავი იჩინოს. საქმე სპეციფიკურ კონფლიქტთან გვაქვს, რომელთანაც ადამიანთა უმეტესობას უწევს გამკლავება.
კონფლიქტი ორ ურთიერთდაპირისპირებულ ასპექტს შორის მიმდინარეობს: ერთია სურვილი, რომ გამოიხატოს წინასწარგანწყობა, ხოლო მეორე - დადებითი მე კონცეფციის შენარჩუნების მოთხოვნილებაა (ინდივიდს არ სურს იყოს შეუწყნარებელი ფანატიკოსი), როგორც საკუთარ, ისე სხვათა თვალში. თუმცა, რამდენადაც ჰომოფობიური დამოკიდებულების დათრგუნვას ენერგია სჭირდება, ინდივიდი კი ენერგიის მოფრთხილებისკენაა მიმართული, ამდენად, შესაძლოა იგი იმ ინფორმაციით მოიხიბლოს, რომელიც წინასწარგანწყობას ამართლებს და მისი გამოხატვის საშუალებას აძლევს. როცა ჰომოფობიურ დამოკიდებულებას გამართლება მოეძებნება, ინდივიდი მაშინვე აძლევს თავს უფლებას გამოხატოს იგი და ამ დროს არ იგრძნოს თავი ფანატიკოსად.
დავუშვათ,
რომ ჰომოსექსუალი ადამიანები არ მოგწონთ და მიდრეკილი ხართ, მოაკლოთ მათ ის
უფლებები, რითიც ჰეტეროსექსუალები სარგებლობენ, მაგრამ ამ თქვენს გრძნობებსა და
ქმედებებს თრგუნავთ, რადგან საკუთარ მე-ხატს უფრთხილდებით და არ გსურთ, უგუნურ
ადამიანად წარმოჩნდეთ. როგორ აიცილებდით თავიდან მთელი იმ ენერგიის ხარკს, რომელიც
თქვენი იმპულსების ჩახშობისთვისაა საჭირო? ანტი-გეი აზრებისა და გრძნობების
გასამართლებლად მრავალი ადამიანი ბიბლიას იყენებს. ბიბლიის კონკრეტული “სათვალით”
წაკითხვის შედეგად, ანტი-გეი პოზიცია შეიძლება, უფრო “ოჯახური ღირებებულებისთვის”
ბრძოლის სახელით დაიცვათ, ვიდრე გეებისა და ლესბოსელების წინააღმდეგ ბრძოლის
სახელით. თუ გეების წინააღმდეგ გაქვთ წინასწარგანწყობა, შეგიძლიათ, ჰომოსექსუალთა
დასჯის გამართლება ბიბლიაში მონახოთ და მშვიდად განაგრძოთ საკუთარი თავის კარგ
ადამიანად დანახვა. მაგრამ თუ არ გაქვთ მსგავსი წინასწარგანწყობა, მაშინ ბიბლიური
ქადაგება თანაგრძნობასა და სიყვარულზე, შეიძლება, ჰომოსექსუალების მიღების
გამართლებად მიიჩნიოთ.
საკუთარი წინასწარგანწყობების გამართლებაში საკვანძო ფაქტორი ისაა, გვჯერა თუ არა, რომ ინდივიდი სიტუაციაზე თავად ფლობს კონტროლს. მაგალითად, მიუხედავად მთელი რიგი საწინააღმდეგო მონაცემებისა, ძალიან ბევრი ადამიანი მაინც დარწმუნებულია, რომ ჰომოსექსუალობა "ცხოვრების წესი" ან "არჩევანია", ვიდრე თანდაყოლილი და შეუქცევადი პრედისპოზიცია. რატომ უგულვებელყოფენ ადამიანები იმ მეცნიერულ მონაცემებს, რომლებიც ჰომოსექსუალობის ბიოლოგიურ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას? ჰომოსექსუალობის პიროვნულ არჩევნად განხილვა, ადამიანებს საშუალებას აძლევს, საკუთარი წინასწარგანწყობა გაამართლონ და აქედან გამომდინარე, სინდისმა არ შეაწუხოთ, რომ ერთი და იგივე სქესის მქონე პირების ქორწინების, თანასწორუფლებიანობის და სხვა კანონიერი უფლებების წინააღმდეგ გაილაშქრონ. ამავე დროს, საკუთარი თავების შესახებ კეთილგონიერი ადამიანის ხატები შეინარჩუნონ.
ადვილი არ არის იმ ადამიანებმა, რომელთაც არასდროს განუცდიათ ჰომოფობიური წინასწარგანწყობა, ბოლომდე გაიგონ, რას ნიშნავს, იყო ჰომოფობიის სამიზნე. ხშირად, დომინანტი უმრავლესობის დამოკიდებულებები მსხვერპლის დადანაშაულების ტენდენციას აძლევს დასაბამს. ამან, შესაძლოა, ე.წ. "დამსახურებული რეპუტაციის" სახე მიიღოს. ეს ამგვარად მუშაობს: "აქციის გამართვა და ჰომოსექსუალთა გამოჩენა პროპაგანდაა და საზოგადოებას აღიზიანებს, ამიტომ იწვევენ აგრესიას" ან "თუ ჰომოსექსუალებს არ უნდათ, რომ მათზე იძალადონ, მაშინ არ გამოჩნდნენ ტელევიზიით და საკუთარ საძინებელში აკეთონ ის, რაც უნდათ, თავზე ნუ გვახვევენ მათსავე გარყვნილებას". ამგვარი მიდგომა ქმნის მოთხოვნას, რომ ჰომოსექსუალთა ჯგუფი მკაცრ სტანდარტებს დაექვემდებაროს.
მსხვერპლთა დადანაშაულება მათსავე მსხვერპლობაში და მათი პრობლემების მიწერა მათსავე პიროვნულ თვისებებთან ხშირად მოტივირებულია სურვილით, რომ სამყარო პატიოსან და სამართლიან ადგილად აღვიქვათ. ადამიანებს აქვთ ტენდენცია, ნებისმიერი უსამართლო, სხვაგვარად აუხსნელი შედეგები პირად პასუხისმგებლობას მიაწერონ. ადამიანებს აშინებთ იმაზე ფიქრი, რომ სამყაროში, სადაც ცხოვრობენ, ადამიანები, ყოველგვარი პირადი ბრალეულობის გარეშე, მოკლებულნი არიან იმას, რასაც იმსახურებენ. თუ ჰომოსექსუალთა განადგურება ნაცისტური გერმანიის მიერ ყოველგვარი ცხადი მიზეზის გარეშე მოხდა, კომფორტული იქნება, თუ დავიჯერებთ, რომ ჰომოსექსუალებმა რაღაც ისეთი ჩაიდინეს, რაც ასეთად მოპყრობას ამართლებს. აგრესორს უჩნდება მიდრეკილება, რომ ჰომოფობიის ობიექტი დაამციროს, არაადამიანად აქციოს და კვლავ მიაყენოს მას ზიანი.

ჰომოფობიური წინასწარგანწყობის ფორმირებისათვის აუცილებელია გარემოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება. იგი მაშინ ფორმირდება, როდესაც ცნობიერებაში შემოდის ობიექტი. მაგ: 17 მაისის აქციების გაშუქებამ მედიასაშუალებების მიერ და ჰომოსექსუალთა მიმართ პოლიტიკოსთა და რელიგიურ ლიდერთა ნეგატიური კომენტარების გაჟღერებამ, ჰომოსექსუალთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა.
ჰომოფობიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯგუფის გავლენაც. ყველა ჯგუფს თავისი სოციალური ნორმები აქვს. ისინი წარმოადგენენ ჯგუფის წევრების მიერ ჩამოყალიბებულ მოლოდინებს, რომლებიც განსაზღვრავენ შესატყვის ქცევებს. შეხედულებებს, განწყობებს და ა.შ. ჯგუფი ძლიერ ზეწოლას ახდენს წევრებზე, რათა დაექვემდებარონ მიღებულ ნორმებს და არ დაუშვან გადახრა. ამისათვის ის მიმართავს იძულებას და გარკვეულ სანქციებს. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფი ინდივიდს უქმნის ჰომოფობიურ განწყობას და უნსაზღვრავს შესაფერის ქცევას. ამ განწყობის და ქცევის არგაზიარების შემთხვევაში კი ემუქრება სანქციით - ჯგუფიდან გარიყვით. თუმცა, სანქციის გამოყენების ხარისხი და ჯგუფის ზეწოლის ძალა ჯგუფის შეჭიდულობის ხარისხითაა შეზღუდული. თუ ჯგუფის შეჭიდულობის ხარისხი მაღალია, ახასიათებს რადიკალური ჰომოფობიური მოსაზრებები და ინდივიდის კონფორმულობის დონეც მაღალია, მაშინ ამ ჯგუფის ნორმები ინტერნალიზდება და ინდივიდი სავარაუდოდ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებს ქცევაში გამოხატავს.
ჰომოფობიური დამოკიდებულება არის ზოგადი ფაქტორის ნაწილი და არა იზოლირებული წინასწარგანწყობა მხოლოდ ჰომოსექსუალთა მიმართ. ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰომოსექსუალთა მიმართ უარყოფითი განწყობები ახასიათებთ, მოსალოდნელია, რომ ასეთივე განწყობები ექნებათ სხვა უმცირესობის წარმომადგენლების მიმართაც.
ჰომოფობიის საფუძვლად დევს
მახასიათებლების, მოტივებისა თუ ქცევების ადამიანთა მთლიან ჯგუფზე განზოგადება.
ამგვარ გენერალიზებას, სტერეოტიპიზირება
ეწოდება. სტერეოტიპიზირება ჩვენს
აზროვნებაზე ამგვარი სურათების დომინირებას გულისხმობს, რის შედეგადაც, ჯგუფში
შემავალ ნებისმიერ ადამიანს იდენტურ მახასიათებლებს მივაწერთ – ჯგუფის წევრებს შორის არსებული რეალური
სხვაობების განურჩევლად.
სტერეოტიპთა
უმრავლესობა როგორც წესი, ან ყურმოკრული
ცნობების შედეგია, ან მას-მედიის მიერ გავრცელებული სურათების, ან უბრალოდ ჩვენივე
თავებში ყალიბდება, როგორც საკუთარი ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამართლების საშუალება. საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება შეიძლება გაგვიწიოს იმ
მოსაზრებამ, რომ ჰომოსექსუალები გარყვნილები და პედოფილები არიან, თუ ეს
ამართლებს მათთვის იმ უფლებების ჩამორთმევას, რითაც ჰეტეროსექსუალები სარგებლობენ. ნეგატიურ
სტერეოტიპებს ერთგვარი მანუგეშებელი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. ისინი
გვეხმარებიან, უსამართლო სისტემა გავამართლოთ, რომელშიც ზოგი ადამიანი თავში დგას,
ზოგი კი ბოლოში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დეტერმინანტებისა ჰომოფობიურ წინასწარგანწყობას სხვა ძირითადი მიზეზებიც აქვს:
1. პოლიტიკური შეჯიბრი
ჰომოფობია,
შესაძლოა, პოლიტიკური ძალების შედეგად წარმოიშვას. ცნობილია, რომ საქართველოში ჰომოფობიური დისკურსის გააქტიურება არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. მაგალითად: 2013 წელს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რითაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს წაერთმეოდათ ქორწინების შესაძლებლობა. მსგავსი კამპანიების წამოწყება პოლიტიკური პარტიების მიერ ხმების მოპოვების მცდელობას უკავშირდება.
2. ჩანაცვლებული აგრესია
აგრესია, ხშირ შემთხვევაში, ფრუსტრაციითაა გამოწვეული. ფრუსტრირებულ ადამიანს ძლიერი
ტენდენცია აქვს, თავისი ფრუსტრაციის მიზეზი რისხვის ქარცეცხლში გაატაროს. თუმცა,
ხშირად, ადამიანის ფრუსტრაციის მიზეზი საკმაოდ დიდია ან ბუნდოვანი საიმისოდ, რომ
ამ მიზეზს სამაგიერო პირდაპირ მიეზღას.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გადაიტანა, ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და მოსახლეობის უმეტესობას დაბალი ეკონომიკური შემოსავლები აქვს, მაშინ გასაგები იქნება, რომ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების უმეტესობა მიდრეკილია აგრესიისკენ. თუმცა აგრესია ვერც ქვეყნის მტრებისკენ და ვერც ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ეკონომიკური სისტემა და მტერი ძალიან დიდია და ბუნდოვანი. უფრო მოსახერხებელა, ფრუსტრირებულმა ადამიანმა ვინმე
ან რამე ნაკლებ ბუნდოვანი და მეტად კონკრეტული იპოვოს და ის დაადანაშაულოს. დადანაშაულებულთა ჯგუფში კი ხშირად ჰომოსექსუალები აღმოჩნდებიან.
ტერმინი განტევების ვაცი იხმარება იმ
პროცესის აღსაწერად, როცა შედარებით უძლურ
და უდანაშაულ ადამიანებს ადანაშაულებენ იმაში, რაც მათი ბრალი არ არის.
განტევების
ვაცად ქცევის ზოგადი სურათი ასე გამოიყურება: ინდივიდს უჩნდება ტენდენცია,
ჩაანაცვლოს თავისი აგრესიის წყარო, აგრესია კი იმ ჯგუფებისაკენ მიმართოს, რომლებიც
არ მოსწონს, რომლებიც ხილულია და შედარებით უძლური.
3. თვითშეფასება
დაბალი სტატუსის მქონე ადამიანებს, ან სოციოეკონომიკურ იერარქიაში დაბალ საფეხურზე მყოფთ დაჩაგრული უმცირესობის ჯგუფი სჭირდებათ, რათა საკუთარი თავი ვინმეზე აღმატებულად იგრძნონ. ჰომოფობიური დამოკიდებულებების კარგად წინასწარმეტყველება შესაძლებელია იმით, თუ რამდენად დაბალი ან დაღმასვლადია პიროვნების სოციალური სტატუსი. მოსალოდნელია, რომ ისინი, ვისი სოციალური სტატუსიც უფრო დაბალი და დაღმასვლადია, უფრო აგრესიული ჰომოფობიური დამოკიდებულებები ექნება, ვიდრე მაღალი და ზრდადი სოციალური სტატუსის მქონეთ. თვითშეფასების საფრთხეები ზრდის წინასწარგანწყობით გაჯერებულ რეაქციებს.
4. დისპოზიციური წინასწარგანწყობა
სიძულვილის ტენდენციაში
ინდივიდუალური სხვაობები არსებობს. ზოგ ადამიანს უფრო
მეტად აქვს პრედისპოზიცია, ჰქონდეს ჰომოფობიური წინასწარგანწყობა. ასეთ ინდივიდებს ავტორიტარულ პიროვნებებს უწოდებენ.
ამგვარ ინდივიდებს აქვთ ტენდენცია, საკუთარ რწმენებში რიგიდულები იყვნენ, ჰქონდეთ
კონვენციური ღირებულებები, იყვნენ არატოლერანტულნი (როგორც საკუთარი, ისე სხვების
სისუსტეების მიმართ), დასჯის აქტიური მომხრენი, ეჭვიანები და
ავტორიტეტისადმი უკიდურესი, უჩვეულოდ დიდი პატივისცემით განსმჭვავლულნი. ისინი
წინასწარგანწყობის სისტემატურად მაღალ დონეს
ავლენენ უმცირესობათა ყველა ჯგუფის მიმართ.
ასეთი დამოკიდებულებებისა და
ღირებულებების ნაკრების მიზეზი შესაძლოა,
ბავშვობის გამოცდილებაში იდოს, კერძოდ კი იმ ოჯახებში, რომლებსაც მკაცრი,
მუქარიანი აღზრდის სტილი ახასიათებთ. ავტორიტარულ პიროვნებებს, სავარაუდოდ, ჰყავდათ მშობლები,
რომლებიც მათში მორჩილების გაღვივების მიზნით, უმთავრესად, სიყვარულსა და მის
დეპრივაციას იყენებდნენ. ზოგადად, ავტორიტარული პიროვნებები, ბავშვობაში,
ერთი მხრივ, თავდაჯერებულობის დეფიციტს განიცდიან,
მეორე მხრივ კი, ძლიერ არიან დამოკიდებულნი
მშობლებზე; მათ საკუთარი მშობლების ეშინიათ და მათდამი გაუცნობიერებელ მტრობას
გრძნობენ. ეს კომბინაცია კი საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ბრაზის მაღალი
დონის მქონე ზრდასრული ჩამოაყალიბოს. ბრაზი, შიშისა და დაუცველობის
გამო, ჩანაცვლებული აგრესიის ფორმას იღებს და ნაკლებ ძლიერი
ჯგუფებისაკენ არის მიმართული; ხოლო ინდივიდს, ამასობაში, ავტორიტეტისადმი ცალსახად
ძლიერი პატივისცემა უყალიბდება.
ავტორიტარებს აერთიანებთ მოთხოვნილება, დაემორჩილონ თავიანთი
კულტურის ტრადიციულ ღირებულებებს და ტენდენცია, ეჭვიანად მოეკიდონ ახალ იდეებსა და
იმ ადამიანებს, ვინც მათგან განსხვავდებიან, აქვთ
ტენდენცია, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის სხვებზე დომინირება
ბუნებრივი რამაა; რომ
პოლიტიკური კონსერვატიზმი ლიბერალიზმზე უპირატესია.
5. კონფორმულობა
ჰომოფობიით გაჯერებული ქცევა, დიდწილად, სოციალური ნორმებისადმი კონფორმულობითაა
ნაკარნახევი. ჰომოფობიური ნორმის მორჩილება, შესაძლოა, მხოლოდ სწორი ფაქტების ხელმიუწვდომობისა და შეცდომაში
შემყვანი ინფორმაციის დომინირების გამო მოხდეს. ამის შედეგად, ხალხმა შეიძლება,
ყურმოკრულზე დაყრდნობით ნეგატიური დამოკიდებულებები შეითვისოს. არატოლერანტობის
ფაქტის უბრალო შესწრებასაც კი, შეუძლია, გავლენა იქონიოს ადამიანთა დამოკიდებულებებსა
და ქცევებზე. როცა მხოლოდ
ყურს მოვკრავთ ვინმეს მიერ წამოსროლილ დამაკნინებელ ჰომოფობიურ იარლიყებს გაიზრდება
იმის ალბათობა, რომ ჰომოსექსუალთა ჯგუფს – ან იმასაც კი, ვინც ჰომოსექსუალთა ჯგუფთან უმნიშვნელოდ
ასოცირებულია – ნეგატიურ ჭრილში დავინახავთ.
როგორ დავძლიოთ ჰომოფობიური დამოკიდებულებები?
თუ გინდა
ადამიანების ქცევა შეცვალო, ჯერ მათი აზროვნების მანერის შეცვლა მოგიწევს. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული იგი, საინფორმაციო კამპანიებით მისი შეცვლა იოლი არ არის. წლების მანძილზე, ადამიანთა
უმეტესეობა საკუთარი ჰომოფობიური დამოკიდებულებების სულ უფრო ერთგულები ხდებიან.
იმისათვის, რომ შეიქმნას ღია, მიმღებლობითი დამოკიდებულება იმ
პირობებში, როცა ჰომოფობიის დონე ჯერ კიდევ მაღალია,
არ გახლავთ ადვილი ამოცანა. უბრალოდ ფილმის ჩვენება ვერ შეცვლის აზროვნებისა და
ქცევის მრავალწლიან მანერას.
იქ, სადაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პროცესებია ჩართული, საინფორმაციო კამპანიები წარუმატებლად სრულდება, რადგან ადამიანები, როგორც წესი, არ სხედან გაუნძრევლად და არ იღებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ რწმენებს ეწინააღმდეგება.
თუ ადამიანებს აიძულებენ ისეთი ინფორმაციის მოსმენას, რაც მათ ღრმად ფესვგამდგარ დამოკიდებულებებს არ შეესაბამება, ისინი მათ უარყოფენ, დაამახინჯებენ ან იგნორირებას გაუკეთებენ. ადამიანთა უმრავლესობისთვის, წინასწარგანწყობას იმდენად ღრმად აქვს მათ რწმენათა სისტემაში ფესვი გამდგარი, იმდენად შესაბამისია მათი ყოველდღიური ქცევისა და იმდენად ბევრ მხარდაჭერასა და წაქეზებას იღებს გარშემომყოფთაგან, რომ მისი შემცირება წიგნის, ფილმის ან რადიო გადაცემის საშუალებით ძალიან რთულია.
ქვემოთ მოყვანილია ორი მეთოდი, რამაც შესაძლოა პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოს ჰომოფობიური დამოკიდებულებების დაძლევაში:

- კონტაქტის ეფექტები
მართალია, დამოკიდებულების ცვლილებებს შეუძლია, წააქეზოს
ცვლილებები ქცევაში, მაგრამ დამოკიდებულების შეცვლა
განათლების გზით ხშირად საკმაოდ ძნელია. ცვლილებებს ქცევაში შეუძლია, გავლენა
იქონიოს ცვლილებებზე დამოკიდებულებებში. ყველაზე მარტივ დონეზე – თუ ჰომოფობი და ჰომოსექსუალი
ადამიანები ერთმანეთთან უშუალო კონტაქტში შევლენ, ჰომოფობი ინდივიდები საკუთარი გამოცდილების რეალობასთანაც შევლენ კონტაქტში და ეს უბრალოდ
სტერეოტიპით არ იქნება განპირობებული; დროთა განმავლობაში, ამან, შედეგად, შეიძლება,
ურთიერთგაგება და დაძაბულობის შემცირება გამოიწვიოს.
- ინტეგრეგაციის მეორადი ეფექტი
თუ ინდივიდმა იცის,
რომ მას გარდაუვლად ექნება ახლო კონტაქტი იმ ადამიანთან, ვინც არ მოსწონს,
მაშინ მასში დისონანსი გაჩნდება. დისონანსის შესამცირებლად, კი ეცდება, დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ადამიანი, რომელიც არ მოსწონს არცთუ ისე ცუდია, როგორც უწინ ეგონა და თავს
განაწყობს, რომ პოზიტიური თვისებები იპოვნოს. იგი ეცდება, იგნორირება გაუკეთოს ან მინიმუმადე დაიყვანოს უარყოფითი მახასიათებლები. შესაბამსისად, შეიცვლება ჰომოფობიური წინასწარგანწყობით გამსჭვალული დამოკიდებულებები.
მიზანმიმართული სტრატეგიული საჯარო პოლიტიკა საზოგადოებითვის პოტენციურად ყველაზე სასარგებლო იქნება. ჰომოფობიის დაძლევა ქცევის შეცვლით უნდა დაიწყოს. რაც უფრო მალე მოხდება გაცნობიერება იმისა, რომ ინტეგრაცია
გარდაუვალია, მით უფრო მალე დაიწყება ჰომოფობიური დამოკიდებულებების
შეცვლა. თუმცა, ხელშემშლელი ფაქტორი ამ პროცესში შესაძლოა იყოს იმ პირთა მიერ მოწყობილი საბოტაჟი, რომელთაც რადიკალური ჰომოფობიური დამოკიდებულებები ახასიათებთ. ეს,
თავის მხრივ, ქმნის ილუზიას, რომ მოვლენა გარდაუვალი არ არის. ხოლო ამგვარ
ვითარებაში, დამოკიდებულებათა ცვლილება არ მოხდება. შედეგად კი გაზრდილ ალიაქოთსა
და დისჰარმონიას მივიღებთ. ამგვარი არეულობის თავიდან აცილებისთვის კი საუკეთესო პრევენციული საშუალება არაორაზროვანი პოლიტიკაა. თუ ადამიანებს სჯერათ, რომ ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესაძლებლობა არსებობს, მაშინ ისინი არ იგრძნობენ აუცილებლობას, რომ საკუთარი ჰომოფობიური წინასწარგანწყობები გადააფასონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ადამიანებს არ ეძლევათ დისონანსის შემცირების შესაძლებლობა, მაშინ აგრესია და ძალადობა კიდევ უფრო გაიზრდება. მყისიერი ინტეგრაცია გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე თანდათანობითი.
თუმცა, შემოთავაზებული თეორიული ტექნიკა მხოლოდ იდეალური პირობების შემთხვევაშია განხორციელებადი. სამწუხაროდ, პირობები იშვიათადაა იდეალური და თითქმის ყოველთვის არსებობს გამართულებელი გარემოებები.
გულუბრყვილო და მცდარი
იქნება დასკვნა, რომ ინტეგრეგაცია ყოველთვის გლუვი პროცესია. ხშირად, პრობლემები სწორედ მაშინ იწყება,
როცა იწყება ინტეგრაცია. ამის მიზეზი,
ნაწილობრივ, ისაა, რომ კონტაქტი ჰეტეროსექსუალებს და ჰომოსექსუალებს შორის, როგორც წესი, არათანაბარ-სტატუსობრივი კონტაქტია. ჰეტერონორმატიურ გარემოში ჰომოსექსუალს უწევს თანაარსებობდეს ჰეტეროსექსუალებთან, რომლებისთვისაც ეს გარემო ბუნებრივია.
თუ ჰომოფობიური ატმოსფეროა, სადაც ჰეტეროსექსუალები ცდილობენ დაჩაგრონ ჰომოსექსუალები, ყველა ის
დაძაბულობა, რაც თავიდანვე არსებობს, კონტაქტის შედეგად, შესაძლოა, უარესად
გამწვავდეს.
საკვანძო
ფაქტორი აქ ორმხრივი
ურთიერთდამოკიდებულებაა – სიტუაცია, სადაც ინდივიდებს, საერთო მიზნის მისაღწვეად,
ერთმანეთი სჭირდებათ. თანამშრომლობის სტრატეგია ადამიანებს ერთმანეთისათვის "სამსახურის გამწევ" სიტუაციაში ათავსებს. თანამშრომლობა ცვლის ტენდენციას და "სხვებად" კატეგორიზებული გარე ჯგუფები "ჩვენიანების" კატეგორიაში ექცევა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბალაშვილი, მ. (2010) სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები. თბილისი: მწიგნობარი.
2. არონსონი, ე. (2014) წინასწარგანწყობა. ჯავახიშვილი, ნ. (რედ.). სოციალური ცხოველი (287-346 გვ.). თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
No comments:
Post a Comment