მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ჰომოსექსუალ ადამიანთა მიმართ უმჯობესდება, ჰომოფობიური წინასწარგანწყობა ნაკლებ თვალსაჩინო ფორმებში აგრძელებს არსებობას და სიძულვილის გამოხატვის ტენდენცია კვლავაც აქტუალურია. უფრო რომ დავაზუსტოთ, უკანასკნელ წლებში, ზოგიერთი ჰომოფობი საკუთარ წინასწარგანწყობას უფრო ინტენსიურად გამოხატავს, რაც შესაძლოა რეაქციაც კი იყოს აშკარა წინსვლაზე. მაგალითად, თბილისში 2013 წლის 17 მაისის აქციას მოჰყვა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებათა ზრდა. ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები საქართველოში არ არსებობს, თუმცა ლგბტ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ დისკრიმინაციისა და სიძულვილის გამოხატვა ჰომოსექსუალ ადამიანთა მიმართ აქტუალური პრობლემაა. ამას ფონად დაერთო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება: პარლამენტმა მიიღო "სქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ", რასაც რელიგიურ ლიდერთა და პოლიტიკოსთა მხრიდან აშკარა ჰომოფობიური კომენტარები მოჰყვა.