December 5, 2016

როგორ გავაკეთოთ ქამინგ აუთი მშობლებთან?


ლგბტ ადამიანთა უმეტესობისთვის  მშობლებთან ქამინგ აუთი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდია. თუმცა, არც მშობელთა უმეტესობისთვის არის ეს პროცესი სასიამოვნო. მათ განსხვავებული რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ. ხშირ შემთხვევაში ლგბტ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი მშობლები ქამინგ აუთის შემდეგ თავს მოიკლავენ. ამიტომ, ურჩევნიათ ეს ნაბიჯი არ გადადგან.

მშობლები და შვილები ირგებენ როლებს - მშობელი მასწავლებლის, ხოლო შვილი მოსწავლის როლში გვევლინება. თუმცა ქამინგ აუთის შემდეგ უკეთესია თუ საწინააღმდეგო როლს მოირგებთ და თავად გახდებით თქვენი მშობლების მასწავლებელი.

მშობლები ქამინგ აუთიდან მიმღებლობამდე რამდენიმე ფაზას გადიან:


* შოკის ფაზა - ამ დროს მშობლებს ენგრევათ ის "ოცნების კოშკები", რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგებდნენ საკუთარ შვილთან მიმართებაში: ქორწინება, შვილების გაჩენა, გვარის გაგრძელება და ა.შ. შოკის რეაქცია ბუნებრივი პროცესია მაშინ, როდესაც ადამიანები ახალ, ემოციურად ძლიერ და მოულოდნელ ინფორმაციას იღებენ. ეს მექანიზმი ადამიანის ფსიქიკას ეხმარება, რათა თავიდან აიცილოს მწვავე დისტრესი და უსიამოვნების განცდა. შოკის ფაზა შეიძლება 10 წუთიდან ერთ კვირამდეც კი გაგრძელდეს. შესაძლოა შოკის ფაზა არც განვითარდეს, თუ მშობლები აქამდე ხვდებოდნენ ან დასაბუთებული ეჭვი ჰქონდათ თქვენი იდენტობის შესახებ.