March 17, 2015

ტრანსგენდერ ქალთა ტრანზიციის პროცესი (კაციდან ქალზე)

ტრანსგენდერ ქალთა აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი "კაციდან ქალზე" (MTF). მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ტრანსგენდერი ან გენდერქვიარი, ფიზიკური ტრანზაცია (გადასვლა) არ ნიშნავს ერთ მომენტს. იგი ხანგრძლივი პროცესია.

ტრანსგენდერი ქალი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან თუნდაც ასექსუალი. მას აცვია ის ტანსაცმელი, რაც თავად უნდა - შეიძლება ჩაიცვას ფემინურად, მასკულინურად ან საერთოდ საკუთარ გარეგნულ იმიჯს გამოხატავდეს როგორც ანდროგინი. არ არსებობს "სწორი" ან "არასწორი" გზა ფიზიკური ტრანზაციის (გადასვლის). ტრანსგენდერმა ქალებმა შესაძლოა საკუთარი ტრანზაციის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანონ ან საერთოდაც არ დაიწყონ.


აქ წარმოდგენილია ის ძირითადი საფეხურები, რაც ტრანზაციის პროცესში დაეხმარება ტრანსგენდერ ქალებს.

პირველი ეტაპი:

ტანსაცმელი, მანერები და საუბარი.
გახსოვდეთ, რომ არ დაკარგოთ საკუთარი თავი. აირჩიეთ ის ტანსაცმელი, რომელიც თქვენთვის ყველაზე უფრო კომფორტულია. შეგიძლიათ დაამუშაოთ თქვენი ხმის ჟღერადობა და გახადოთ იგი ფემინური. ამან შეიძლება წაიღოს დიდი დრო. გამოიყენეთ ხმის თერაპია ან მიმართეთ მეტყველების თერაპევტს, რომელსაც აქვს სპეციალური განათლება.





მეორე ეტაპი:


ეცადე მოძებნო კვალიფიციური თერაპევტი, რომელმაც იცის გენდერული ტრანზაციის შესახებ.
თერაპევტთან კონსულტაციის გავლა საჭიროა ჰორმონალური თერაპიის ან/და ოპერაციის დაწყებამდე. იგი ასევე დაგეხმარებათ გენდერული დისფორიისა და სხვა საკითხების შესწავლაში.
ამის შემდეგ, თუ თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი გააგრძელოთ ფიზიკური ტრანზაცია, თქვენი თერაპევტი დაგიწერთ რეფერალურ წერილს ენდოკრინოლოგისთვის.

მესამე ეტაპი:

ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს თქვენი ჰორმონალური თერაპიის რეჟიმს. 
ჰორმონალური თერაპია ნიშნავს ესტროგენებისა და ანტი-ანდროგენების მიღებას.
არსებობს სხვადასხვა სახის წამლები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება. ამიტომ, აუცილებელია ჰორმონალური თერაპია ექიმის მონიტორინგით ხორციელდებოდეს. არასდროს მიიღოთ წამლები ექიმის დაუკითხავად.



მეოთხე ეტაპი:


იცოდეთ ყველა შესაძლო შედეგის შესახებ!

ჰორმონალურმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის შედეგები:










  • თქვენ შეიძლება გაგეზარდოთ მკერდი. ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და გენეტიკაზე.










  • შესაძლოა სხეულმა განიცადოს ფორმირება: დაიშალოს კუნთები და ამან გამოიწვიოს წონაში მატება. ამ სირთულის თავიდან ასაცილებად მიიღეთ კალციუმის შემცველი სითხეები. მაგალითად, რძე და ვიტამინის დანამატები. 







  • თქვენი მკერდი სწრაფად იზრდება ზომაში მოზარდობის დროს (6-დან 15 წლამდე) მაგრამ ზრდის პროცესი მკვეთრად შესამჩნევი არ არის. ეს ხდება მხოლოდ იმ დროს, როცა თქვენ იღებთ ესტროგენებს და ანტი-ანდროგენებს.






  • ჰორმონალური თერაპიის პროცესის უეცარმა შეწყვეტამ, თუნდაც 3-6 თვის შემდეგ, შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის გამოფიტვა, წონაში მატება, ჰალუცინაციები ან/და უკონტროლო ერექცია







მეხუთე ეტაპი:

სახის ეპილაცია, რის შედეგადაც შორდება წვერები.
ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. ამიტომ, სახეზე ეპილაცია უნდა დაიწყოთ სწრაფად. იგი კარგი გამოცდილება იქნება თქვენთვის რომ გაუძლოთ ტკივილებს.








მეექვსე ეტაპი:

ლაზერული ეპილაცია გამოიყენება სხეულიდან თმების მოსაცილებლად (თუ თქვენ გაქვთ მუქი ფერის თმა და ღია ფერის კანი).
ამ ძვირადღირებული პროცედურის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თმიანი ხართ და სხეულის რა ნაწილებში გსურთ მისი მოშორება







მეშვიდე ეტაპი:


მკერდის იმპლანტაციის განხილვა.
ჰორმონალური თერაპიის შედეგად მკერდი ძალიან ნელა იზრდება. თუ თქვენ გინდათ გქონდეთ დიდი ზომის მკერდი, ამისთვის ათი წელი დაგჭირდებათ. თუმცა შეგიძლიათ გაიკეთოთ მკერდის იმპლანტაცია.
მკერდის იმპლანტაციას ძალიან ბევრი ტრანსგენდერი ქალი არ მიმართავს. მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება ხელმისაწვდომია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
სილიკონის ჩასმა ხდება კუნთების ქვეშ, რათა მკერდი უფრო ბუნებრივი ჩანდეს. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი 6 თვის განმავლობაში საჭიროა სხვა პროცედურების გავლაც, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები. მაგალითად, ტოქსინების გაჟონვა და სხვა. ამ დროს კი მოგიწევთ იმპლანტის ამოღება სამუდამოდ, რაც დაამახინჯებს თქვენს სხეულს. ამიტომ კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ რისკებიც.

მერვე ეტაპი:

სახის კორექცია და ფემინიზაციის ოპერაცია.
ამ ოპერაციის გაკეთება დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და ინდივიდუალურ გარემოებებზე. იგი საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა.









მეცხრე ეტაპი:


ბევრი იკითხეთ და ისწავლეთ ტრანზაციის პროცესის შესახებ.
გამოყავით თქვენი ფინანსური და დროითი რესურსები ამ პროცესის დასაწყებად.










მეათე ეტაპი:

მოიძიეთ და შეუერთდით საქართველოში არსებულ მხარდამჭერ ჯგუფებს. მაგალითად, დაუკავშირდით საქართველოში არსებულ ლგბტ ორგანიზაციებს და მიიღეთ კონსულტაცია მათგან. ეს დაგეხმარებათ საკუთარი თავის მიმღებლობაში.


ზოგადი რეკომენდაციები:

  • იქნება პერიოდი, როდესაც შესაძლოა მკერდი შეშუპდეს ან იგრძნოთ ტკივილები. ტკივილის დონე თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ამ შემთხვევაში დარწმუნდით რომ კარგად იკვებებით და ამავე დროს იცავთ დიეტას.
  • თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  • ექიმისგან დამოუკიდებლად არ შეწყვიტოთ ჰორმონალური თერაპია (ჰორმონის ჩანაცვლების თერაპია (HRT), რადგანაც შესაძლოა ზიანი მიაყენოთ თქვენს ენდოკრინულ სისტემას.
  • თუ თქვენ ექიმისგან დამოუკიდებლად გადიოდით ჰორმონალურ თერაპიას (რაც არ არის რეკომენდირებული), დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას და ჩაიტარეთ გამოკვლევები.
  • არასდროს არ არის გვიან ტრანზაციის პროცესის დაწყება. მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე ზრდასრული ხართ.
  • გახსოვდეთ: არ მიბაძოთ სხვებს. ბიოლოგიურად ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, გამოვიყუებით სხვადასხვაგვარად და ვმოქმედებთ განსხვავებულად. არავინ იცნობს თქვენს თავს თქვენზე უკეთ. ასე რომ, მთავარია თავად იცნობდე შენს სხეულს!



წყარო: http://www.wikihow.com/Transition-from-Male-to-Female-%28Transgender%29

No comments:

Post a Comment